ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

29 მარტს, 16:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ასევე თანამშრომლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსისა […]

კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი

კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი მოკლე აღწერა: პროგრამის მიზანია სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და შემოქმედებით ინდუსტრიებში სტუდენტური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს, განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. პროგრამა განხორციელდება სამ ციკლად: ციკლი I 11 აპრილი, […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთერთმეტე ქება

29 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთერთმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]

იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი – QUALI-START-UP (2)

2019 წლის 8-15 სექტემბერს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up (2). სალექციო კურსები პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013, 2015) გაგრძელებაა. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა) ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი) სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. პროექტში […]

კერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია: „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს განცხადებების მიღებას ყოველწლიურ უნივერსიტეტთაშორის მესამე სტუდენტურ კონფერენციაში „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“ მონაწილეობისთვის. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციაზე გამოვლენილი სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე […]

თამარ ლომიძის საჯარო ლექცია „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“

პირველ აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. დოქტორი თამარ ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“. მომხსენებელი პირველად განიხილავს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართულ ლიტერატურულ ძეგლზე – ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანზე“. მომხსენებელი გააანალიზებს „თამარიანის“ ფორმას, რომელიც (ისევე, როგორც, საზოგადოდ, ყოველგვარი […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პრეზენტაცია

2 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საქართველოში პირველი თანამედროვე საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი, რომელიც დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ მკვლევართა ხელმძღვანელობით იმუშავებს მონაცემთა ანალიზის, დიდი მონაცემების დამუშავების ხელსაწყოების გამოყენების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის მიმართულებით. თანამედროვე სამყაროში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მონაცემებიდან ინფორმაციის მიღებისა და მის საფუძველზე ცალკეული პროცესისა თუ მოვლენის შესახებ […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „მე-20 საუკუნის ქართული არალეგალური გამოცემები და ქართული ლიტერატურა“

2 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე-20 საუკუნის ქართული არალეგალური გამოცემები და ქართული ლიტერატურა“.   დრო: 2 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

საჯარო დისკუსია „საქართველო სიძულვილის გარეშე“

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში განსაკუთრებით მომძლავრდა ნაციონალისტური განწყობები, შეიქმნა ფაშისტური, ნეონაცისტური, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები. ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი საზოგადოების ყველა განსხვავებული ჯგუფის მიმართ. ღიად ესხმიან თავს უცხოელებს, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, ქალთა მოძრაობებს. ეს კარგად ორკესტრირებული თავდასხმები მხოლოდ სიძულვილის ენით არ შემოიფარგლება, სოციალური ქსელებიდან ამ ადამიანებმა გადაინაცვლეს ქუჩებში, სადაც აგრძელებენ აგრესიულ ქცევას. როგორია ქართული ფაშიზმის „ანატომია“, ვინ […]

საჯარო და კერძო თანამშრომლობა – PPP საქართველოში

პირველად სტუდენტებისთვის! თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოში დანერგილი ახალი საერთაშორისო ინსტიტუტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP). 2018 წელს მიღებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი, 2019 წლიდან კი შეიქმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოც. რადგან საქართველოში PPP სწორედ განვითარების საწყის ეტაპზეა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების […]