გრაფიკული დიზაინის ტრენინგი ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისათვის

თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი გამოწვევაა არქიტექტურული ნაგებობების სწორად შექმნა ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები და ჯანსაღი გარემო შენარჩუნებული იყოს. არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ამის გამო და დიდ როლს თამაშობს ზემოთქმული საკითხების დაგეგმვაში. სწორედ ამიტომ ფაბლაბ ილიაუნის ორგანიზებით ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგკურსი გრაფიკული ნამუშევრების ლაზერული მჭრელისთვის სწორად მომზადებაში. ტრენინგკურსზე განხილული იქნება გრაფიკული პროგრამა Corel Draw. ტრენინგის […]

საჯარო ლექცია „მაკინთაიერის რაციონალური პოლიტიკის ხედვის პოტენციალი და შეზღუდვები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს, მარიან კუნას, რომელიც 4 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში წაიკითავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაკინთაიერის რაციონალური პოლიტიკის ხედვის პოტენციალი და შეზღუდვები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 4 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას […]

სამეცნიერო კაფე: „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“

4 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“ მსოფლიო ლიტერატურა მართალია გავრცელებული ცნებაა, მაგრამ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ მისი მნიშვნელობის შესახებ. მართლაც, რა არის მსოფლიო ლიტერატურა? – მსოფლიოში არსებული ყველა ტექსტის ერთობლიობა? გამორჩეული ტექსტები, რომელთაც მთელი მსოფლიო კითხულობს? ტექსტები, რომლებიც ითარგმნება სხვა ენებზე? არსებობდა თუ […]

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაცია

4 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ნინო ციმაკურიძე წარადგენს. პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ […]

პანელური დისკუსია „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“

5 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: თინათინ ჭინჭარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ გაგოშიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; მარი კორკოტაძე – უფლებადამცველი, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი; რუსუდან […]

საინფორმაციო შეხვედრა – კლიპარტის პროექტი „მედიალაბორატორია“

5 აპრილს, 14:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა კომპანია კლიპარტის წარმომადგენლებთან, რომლებიც სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას პროექტ „მედიალაბორატორიის“ შესახებ. კომპანია კლიპარტი იწყებს პროექტს „მედიალაბორატორია“ და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე. პრაქტიკული კურსი მოიცავს: 3-თვიან სტაჟირებას; ყოველდღიურ აქტიურ მუშაობას; ინტერვიუების ჩაწერას; პრესკონფერენციებსა და ღონისძიებებზე დასწრებას; თემების ინიცირებას […]

ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“

5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“. პოლიტიკური პარტიები და წარმომადგენლობითი დემოკრატია კრიზისშია. ტრადიციული პარტიები პოზიციებს კარგავენ და ასპარეზს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე პარტიებს უთმობენ. ლექციაზე განხილული იქნება ამ ცვლილებათა მიზეზები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს, რა […]

შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან

5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან, ახალგაზრდა ავტორებთან – დავით გორგილაძესა და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან. შეხვედრის თემა: კამპანიის „კაცები ზრუნავენ" მიზნები, ამოცანები და გამოწვევები. კაცები ზრუნავენ/ Men Care გლობალური კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო კამპანიას 2016 წლიდან შეუერთდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს […]

საინფორმაციო შეხვედრა – ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა

5 აპრილს, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. დასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. პროექტის ფარგლებში, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ - 500 ლარს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად […]

საინფორმაციო შეხვედრა – ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა

5 აპრილს, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. დასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. პროექტის ფარგლებში, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ - 500 ლარს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად […]