აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის, სამეწარმეო განათლებისა და საუნივერსიტეტოს კვლევების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მეშვეობით. პროექტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის წახალისება და […]

ჯონ ვების საჯარო ლექცია: Life / Work Planning

24 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბაკალავრიატის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ჯონ ვების საჯარო ლექციაზე: Life / Work Planning. ჯონ ვებს აქვს ქოუჩად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა წამყვან კომპანიაში. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება JobCoach project გერმანიასა და ავსტრიაში. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 23 აპრილის 18:00 საათამდე უნდა […]

ალექსეი იანჩუკოვისა და ჰალილ მერთ სოლაკის მოხსენებები

24 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი, პოპულაციური გენეტიკოსი ალექსეი იანჩუკოვი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მიწისქვეშ მცხოვრები მღრღნელების ბრუცების, Spalax sp.) სახეობათა წარმოქმნა შავი ზღვის ჩრდილოეთით (Complex speciation history of large-bodied blind mole rats (Spalax sp.) north of the Black Sea). მეცნიერის ძირითადი საკვლევი საკითხებია სახეობათა წარმოქმნის პროცესი და ჰიბრიდული ზონები ახლო სახეობებს შორის. ერთ-ერთი მის საკვლევი ორგანიზმია ბრუცა (Nannospalax sp., Spalax sp.), რომელიც ფართოდაა […]

სამეცნიერო კონფერენცია „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები ქართველურ ენებში“

24 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები ქართველურ ენებში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები; MA, BA, PhD საფეხურების ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის დაგეგმილია სამეცნიერო ვორკშოპი „სივრცითი ზმნისწინები ქართველურ ენებში“, რომელიც ითვალისწინებს ქართველური ენების დინამიკური და სტატიკური შინაარსის ზმნურ ძირებთან ზმნისწინთა თავსებადობისა და ფუნქციების […]

პროექტის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე” წიგნის პრეზენტაცია

24 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში" გაიმართება პროექტის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე" წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციის მოდერატორი იქნება მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ შემოქმედებითი კონკურსია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ „ლიტოდისეის“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში შეირჩა 7 საუკეთესო მონაწილე, რომლებმაც საქართველოს ქალაქებში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის დროს მხატვრული ნაწარმოებები დაწერეს. წიგნში მონაწილეები […]

საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“

25-26 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენციის თემაა „პროფესიული სტანდარტები და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები“. ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ტრავმის მკურნალობისა და პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული გზამკვლევი, პროფესიული ეთიკის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები და სხვ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი […]

პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ტრენინგ-სესიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის –შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET -Assessment Tools for new learning environments in higher education institutions) –ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-სესიებს: ღია ციფრული სამკერდე ნიშნები ღია სამკერდე ნიშნები ფართოდ გამოიყენება ტალინის უნივერსიტეტში, როგორც ახალი ტრენდი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში. ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს შეფასების ახალ საშუალებას. მრავალი […]

დისკუსია თემაზე: „სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?”

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად არსებული სისხლის სამართლებრივი გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის დისპოზიცია დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს აღჭურავს განუსაზღვრელი უფლებამოსილებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-შენახვა-გავრცელებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგება გაავრცელონ ისეთ შემთხვევებზეც, როცა ბრალდებული პირები პირად მიმოწერებში მიღებული ვიდეოს შინაარსზე […]

სამეცნიერო კაფე: „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი“

25 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი (ნოვალისიდან მაქს ფრიშამდე)“. თემის მოკლე აღწერა ევროპული განმანათლებლობის ძირეული პროგრამის გენერალური ხაზის არსს „სამყაროს განჯადოება“ წარმოადგენს, რაც, პირველ რიგში, მითოსის მოკვდინება/მოსპობაში მდგომარეობს. ეს კი იმთავითვე გულისხმობს გონიერების სახელითა და რაციონალური აზროვნების მეშვეობით პროგრესის შემაფერხებელი ყველა დაბრკოლების […]

“ნორმან ჯუისონის ფილმის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ჩვენება და დისკუსია”

25 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ნორმან ჯუისონის ფილმს „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“. ეს არის მუსიკალური დრამა, რომელიც იესო ქრისტეს ბოლო კვირებზე მოგვითხრობს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორი: ნორმან ჯუისონი წელი: 1973 ხანგრძლივობა: 1 საათი, 46 წუთი გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით დრო: 25 აპრილი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: […]