Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროექტის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე” წიგნის პრეზენტაცია

აპრილი 24, 2019 / 18:00

24 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება პროექტის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე” წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციის მოდერატორი იქნება მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.

„იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ შემოქმედებითი კონკურსია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ „ლიტოდისეის“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში შეირჩა 7 საუკეთესო მონაწილე, რომლებმაც საქართველოს ქალაქებში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის დროს მხატვრული ნაწარმოებები დაწერეს. წიგნში მონაწილეები დამსვენებლებისგან დაცლილ ქალაქებსა და იმ შთაბეჭდილებზე მოგვითხრობენ, რომლებსაც ეს ქალაქები პირველი ნახვისას იწვევენ.

დრო: 24 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 24, 2019
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: