საჯარო ლექციათა ციკლი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში

1–29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციათა ციკლი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით. განრიგი დრო: 1-ლი მაისი, 15:00 საათი თემა: Citizenship Gone Wrong მომხსენებელი: პროფ. ფლორიან მიულფრიდი ადგილმდებარეობა: D 306 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) დრო: 8 მაისი, 15:00 საათი თემა: "მშვიდობის პერფორმანსი" მომხსენებელი: პროფ. ქეთევან გურჩიანი ადგილმდებარეობა: D306 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) დრო: 15 მაისი, 15:00 საათი […]

საჯარო ლექცია თემაზე: „გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“

30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: „გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“. ლექციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი მანუჩარ ბელქანია წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: რა მეთოდებით წვრთნიან ძაღლებს და სწავლობენ ნებისმიერ სუნს; რატომ არჩევენ სხვადასხვა […]

ჯულიუს ცაის საჯარო ლექცია: Becoming a Global Learner

2 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე იულიუს ცაი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: Becoming a Global Learner. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 2 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. ვრცლად ჯულიუს ცაი  შესახებ იხ. ბმულზე.

ჰოლანდიური ვოკალური ანსამბლის Barbers & Bishops საგუნდო მუსიკის საღამო

2 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში საგუნდო მუსიკის საღამოს გამართავს მამაკაცთა კაპელა Barbers & Bishops (ჰოლანდია). კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი. დრო: 2 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

სამეცნიერო კაფე: „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და კვლევის თანამედროვე მეთოდები“

2 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და კვლევის თანამედროვე მეთოდები“. მომხსენებელი ისაუბრებს ბოლო წლებში საქართველოში მომხდარ გახმაურებულ ბუნებრივ კატასტროფებსა და მათი კვლევის თანამედროვე მეთოდებზე. განიხილავს როგორც სატელიტურ ტექნოლოგიებს, ისე ექსპედიციების დროს მონაცემთა მოპოვების […]

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: დათო ბარბაქაძის პოეტური კრებულის პრეზენტაცია

2 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა Poezia Press-ი გეპატიჟებათ დათო ბარბაქაძის პოეტური კრებულის პრეზენტაციაზე. „ტბის სანაპიროს სიმღერები“ 2001-2004 წლებში დაიწერა. ეს კრებულის მეორე გამოცემაა (პირველად 2004 წელსვე გამოსცა „საარმა“). წიგნს წარადგენენ თავად ავტორი, დათო ბარბაქაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ბელა წიფურია. […]

ზოლტან ფაბრის ფილმის „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“ ჩვენება და დისკუსია

2 მაისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ზოლტან ფაბრის ფილმს „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“. ფილმის ჩვენებამდე რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია. ფილმს საფუძვლად უდევს უნგრული ლიტერატურის კლასიკოსის, ტიბორ დერის სამტომიანი რომანი, რომელშიც მოქმედება ხდება გასული საუკუნის 30-იან წლებში,  უნგრეთის ფაშიზაციისა და, […]

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი სისხლის სამართლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის

2019 წლის 25-26 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა. სკოლის თემაა: „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის […]

ვორკშოპი: „აკადემიური პუბლიკაცია: ანონიმურად რეცენზირებული წიგნები და სტატიები“

28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება ვორკშოპი, რომელიც შეეხება აკადემიური პუბლიკაციის სხვადასხვა ფორმატს და განიხილავს აკადემიური ტექსტის გამოქვეყნების სტრატეგიებსა და წინაღობებს. ვორკშოპი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებისთვის. პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიაც, რომლის დროსაც სტუდენტებს შეუძლიათ, აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილებები და ჩამოაყალიბონ საკუთარი ინტერესები. განრიგი […]