
30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: „გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“.
ლექციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი მანუჩარ ბელქანია წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
რა მეთოდებით წვრთნიან ძაღლებს და სწავლობენ ნებისმიერ სუნს;
რატომ არჩევენ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს პოლიციის სხვადასხვა კინოლოგიური სამსახურის საქმიანობაში;
რა ასაკიდან იწყება ლეკვების გაწრთვნა, რას ასწავლიან და რამდენ ხანს გრძელდება წვრთნის პროცესი;
სად ცხოვრობენ ძაღლები და როგორია მათი კვების რაციონი;
ძაღლის მუშაობის რესურსი და რა ხდება რესურსის ამოწურვის შემდეგ;
ძაღლების საშუალებით ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ან სხვა შედეგი;
ძაღლების მონაწილეობით გახსნილ დანაშაულებათა რეალური ფაქტები.
საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 30 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]