პედრო ალმოდოვარის ფილმის „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ ჩვენება და დისკუსია

18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (1999 წ.). ღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეო ხატიაშვილი. მარტოხელა დედა მიემგზავრება შვილის მამის მოსაძებნად, რომელმაც არაფერი იცოდა მის შესახებ. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი ხანგრძლივობა: 1 საათი […]

საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ

22 აპრილს, 13:00 საათზე, A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. შეხვედრის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრები გააცნობენ სტუდენტებს საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს. სტუდენტები შეიტყობენ […]

საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი CMF – 2019-ის შესახებ

22 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია „კავკასიის მთიანი რეგიონების მდგარდი განვითარების ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი CMF – 2019-ის შესახებ. ღონისძიება ტარდება პროექტის „კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)“ ფარგლებში. კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი მეორედ ეწყობა კავკასიის რეგიონში. ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ […]

შეხვედრა კამპანიის „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ ფარგლებში

23 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 ადიტორიაში კამპანიის „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა. კამპანიას, რომლის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა უმაღლეს საგანანმანათლებლო ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში ატარებს. დრო: 23 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]

საჯარო დისკუსია: „ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიური უსაფრთხოება – პრობლემები და გამოწვევები“

23 აპრილს, 16:00 საათზე, ილაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს არასამთავრობო ორგანიზაციას „ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი“, რომლის წარმომადგენლებიც ილიაუნის მეცნიერებთან ერთდ წარმოადგენენ პრეზენტაციებს და გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე: „ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიური უსაფრთხოება – პრობლემები და გამოწვევები“. პრეზენტაციებს გამართავენ: არჩილ მარშანია – ექიმი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი ანა ლორია – ეკომენეჯმენტის სპეციალისტი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი მოდერატორი: […]

ანეტე ლორის რომანის „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

23 აპრილს, 18:30 საათზე, ილიაუნის S-507 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი უმასპინძლებს შვეიცარიელ მწერალს, ანეტე ლორის. გაიმართება ა. ლორის რომანის „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია (მთარგმნელი: მ. გალდავაძე). ანეტე ლორი ორი რომანის, რამდენიმე რადიოპიესისა და მოთხრობის ავტორია. დაჯილდოებულია არაერთი ლიტერატურული პრემიითა და სტიპენდიით. რომანში „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ აღწერილია 18 წლის შვეიცარიელი გოგონას ისტორია, რომელმაც […]

ბრალდებულთა საპროცესო უფლებები საქართველოში

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი 23 აპრილს უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „ბრალდებულთა საპროცესო უფლებები საქართველოში“. განსახილველი საკითხები: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება საქართველოში; პირის დაკავება: გამოძიებისა და სასამართლო ეტაპები – სისხლის სამართლის პროცესი; პოლიციის მიერ პირის დაკითხვა და დუმილის უფლება; იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე – პრაქტიკული განხორციელება; სისხლის სამართლის პროცესის პრობლემური მხარეები; მომხსენებელი: ილიას სახელმწიფო […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ეკფრაზისი პოეზიაში“

23 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი ისაუბრებს თემაზე: ეკფრაზისი პოეზიაში ჰომეროსის, კიტსის, დანტე გაბრიელ როსეტის, გრიგოლ ორბელიანის, გალაკტიონის, ჰიუ უისტან ოდენის, უილიამს კარლოს ულიამსის, იოსიფ ბროდსკის პოეტური ტექსტების მაგალითებზე. დრო: 23 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და კონფლიქტი გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი პროცესის პრინციპებს შორის: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული პრაქტიკა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მედიაში ხშირად ხვდება ნაფიც მსაჯულთა განხილვები. ტელევიზიები, გაზეთები, ბლოგები მეტ დროს უთმობენ ნაფიც მსაჯულთა განსახილველი საქმის დეტალებს და აქვეყნებენ გამოძიების დროს აღმოჩენილ სხვადასხვა მტკიცებულებას. ამგვარი გაშუქება ბრალდებულის უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის, რადგან ძნელდება მიუკერძოებელი მსაჯულების შერჩევა პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს მეტი, თუმცა საქმის მასალების დეტალური გაშუქება ხშირად ქმნის წინასწარ […]

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ბიზნესის ანალიტიკოსების შერჩევას იწყებს

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე და პირველად გასაუბრებაზე იწვევს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში. შეხვედრაზე ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საქმიანობას; მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ; გაიარონ პირველადი გასაუბრება აღნიშნული პოზიციისთვის. შეხვედრაზე […]