შეხვედრა სამეცნიერო ბაზის Wiley წარმომადგენელთან

28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის Wiley წარმომადგენელთან თემაზე: ''Wiley Online Library for finding research papers to read and journals to publish your own work''. Wiley Online Library აერთიანებს რვა მილიონზე მეტ სამეცნიერო სტატიას 1600 დასახელების მაღალი იმპაქტფაქტორიანი სამეცნიერო […]

საჯარო ლექცია „ცენტრალური ბანკინგის სისტემა ევროპაში“

28 მაისს, 16:00 საათზე, ილიაუნის E306 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს WSB პოზნანის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკის მიმართულების პროფესორს, მაგდალენა შიშკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ცენტრალური ბანკინგის სისტემა ევროპაში: რატომ უყვართ ან რატომ სძულთ მენეჯერებს ცენტრალური ბანკი?“ სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E306 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]

საჯარო ლექცია „ჩინური კარტის გათამაშება“? – აი ვეივეის პოლიტიკური ესთეტიკა და ესთეტიზებული პოლიტიკა“

28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნობის დოქტორი, ნინო სიმონიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჩინური კარტის გათამაშება“? – აი ვეივეის პოლიტიკური ესთეტიკა და ესთეტიზებული პოლიტიკა“. თემის მოკლე აღწერა თანამედროვე გლობალური არტინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, ჩინელი ხელოვანისა და პოლიტიკური აქტივისტის, აი ვეივეის, როგორც დევნილი დისიდენტისა და პოლიტიკური […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: მარი ბურდულის კრებულის „ჩემი თანატოსი“ პრეზენტაცია

28 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში რატი ამაღლობელის შეხვედრების ციკლის „სიტყვის სახელოსნოს“ ფარგლებში გაიმართება მარი ბურდულის კრებულის „ჩემი თანატოსი“ პრეზენტაცია. მარი ბურდულის შესახებ მარი ბურდული დაიბადა 1983 წელს. დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. მარი  ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული […]

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია, YOUTH ENERGY CONFERENCE

29 მაისს, 13:30 საათზე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ენერგეტიკის ყოველწლიური ახალგაზრდული კონფერენცია. ენერგეტიკის სექტორის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ქმნის უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება და მონაწილეობა სექტორის განვითარებაში. ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც პირველად 2015 წელს […]

გიორგი აბაშიშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ბათუმი, 8 ივნისი

8 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი აბაშიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: როგორ ვაქციოთ საყვარელი საქმიანობა პროფესიად. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. […]

დავით თარხნიშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ფოთი, 16 ივნისი

16 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ფოთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. დავით თარხნიშვილის შესახებ დავით თარხნიშვილი ილიას […]

ნინო დობორჯგინიძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ოზურგეთი, 15 ივნისი

15 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. […]

საჯარო ლექციათა ციკლი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში –„ძარცვის კოსმოლოგიები კრიზისის დროს“

29 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D306 აუდიტორიაში „საჯარო ლექციათა ციკლი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში“ ფარგლებში პროფ. თამთა ხალვაში ისაუბრებს თემაზე: „ძარცვის კოსმოლოგიები კრიზისის დროს“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 29 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: D306 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. 2019

საინფორმაციო შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით

საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი და საკონსულტაციო სააგენტო PRIME STUDY გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და მოიცავს როგორც უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურს, ისე _ მოკლევადიან სასწავლო, კულტურულ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებს. შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან: * ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სტიპენდიების შესახებ; * სააპლიკაციო […]