ლაივ-ელექტრონიკის კონცერტი

ხვალ, 23 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე გაიმართება ლაივ-ელექტრონიკის კონცერტი "METASTASIS", რომელშიც მონაწილეობენ ილიაუნის ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულების კურსდამთავრებულები. შესრულდება საინტერესო ექსპერიმენტული მუსიკა. დრო: 23 მაისი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), A კორპუსი (ეზო), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.    

პროფესორ კენეთ რაინეკე ჰანსენის მოხსენება „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“

24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეჩვიდმეტე ქება

24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეჩვიდმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ საანგარიშო შეხვედრა

25 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ მესამე საანგარიშო პერიოდის სამუშაო შეხვედრა. პროექტში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი […]

საჯარო ლექცია „ნაირნაირი კომუნიკაცია“

27 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „ნაირნაირის“ დამფუძნებლის, გიორგი ხერგიანის საჯარო ლექციაზე: „ნაირნაირი კომუნიკაცია“. მომხსენებლის შესახებ გიორგი ხერგიანი Veon Georgia-ს ციფრული კომუნიკაციების მენეჯერია (Digital Communications Manager). იგი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში: Ministry of Finance of Georgia, ''Capto […]

დუმილიც საუბარია: გამოფენა „ხმა ფოტოებიდან“ და პანელური დისკუსია

27 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრის, მისტი ბროდეია სპრინგერის ერთ-ერთი კვლევითი პროექტის „დუმილიც საუბარია: ხმა ფოტოებიდან“ წარდგენა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა და დისკუსია ქალების მდგომარეობის შესახებ დღევანდელ საქართველოში. გამოფენა მკვლევრის აღნიშნული პროექტის შედეგია. მისტი ბროდეია სპრინგერი 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოშია და იკვლევს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას საუბრის, მეხსიერების, […]

ვორკშოპი: „აკადემიური პუბლიკაცია: ანონიმურად რეცენზირებული წიგნები და სტატიები“

28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება ვორკშოპი, რომელიც შეეხება აკადემიური პუბლიკაციის სხვადასხვა ფორმატს და განიხილავს აკადემიური ტექსტის გამოქვეყნების სტრატეგიებსა და წინაღობებს. ვორკშოპი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებისთვის. პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიაც, რომლის დროსაც სტუდენტებს შეუძლიათ, აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილებები და ჩამოაყალიბონ საკუთარი ინტერესები. განრიგი […]

სემინარი თემაზე: „აკადემიური გამოცემა: რეცენზირებადი წიგნები და სტატიები“

28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „აკადემიური გამოცემა: რეცენზირებადი წიგნები და სტატიები“.სემინარზე მიმოხილული იქნება აკადემიური გამოცემის სხვადასხვა ფორმატი, ასევე აკადემიური სტატიის გამოქვეყნებისას არსებული სირთულეები და სტრატეგიები. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სემინარს გაუძღვებიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: ფლორიან მულფრიდი, თამთა ხალვაში და ქეთევან […]

ლევან ცაგარელის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ჩხოროწყუ, 1 ივნისი

პირველ ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. ლევან ცაგარელის შესახებ ლევან ცაგარელი ილიას […]

საჯარო ლექცია „საქართველოს სასტუმროების განვითარება“

28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მმართველი პარტნიორის, შალვა ალავერდაშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს სასტუმროების განვითარება.“ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 28 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/nfFQsLL2no8FpVPa7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის […]