პროფესორ რევაზ შანიძის საჯარო ლექცია „KM3NeT – ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროექტი ხმელთაშუა ზღვაში“

29 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რევაზ შანიძე წაიკითხავს მოხსენებას „KM3NeT – ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროექტი ხმელთაშუა ზღვაში“. ნეიტრინოებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში. ამ ნაწილაკების ბუნება, სხვა ფუნდამენტური ნაწილაკებისგან (ფერმიონებისგან) განსხვავებით, დღესაც დაუდგენელია. მაგალითად, ჯერ […]

დოკუმენტური ფილმის „დედამიწელები“ ჩვენება და დისკუსია

29 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბი "CinExpress" სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან ერთად წარმოგიდენთ შონ მონსონის ფილმს „დედამიწელები“. „დედამიწელები“ დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ბევრი ადამიანის აზროვნება და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ფილმში ასახულია ადამიანის დამოკიდებულება თანაპლანეტელების მიმართ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი კეთდება ცირკში ცხოველების მონაწილეობის სასტიკ პრაქტიკაზე. ფილმი საკმაოდ მძიმე […]

მოხსენება „როგორ დავიწყოთ კარიერა“ და GPI ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი

30 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხაჭაპურიძე შეხვდება სტუდენტებს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „როგორ დავიწყოთ კარიერა“. შეხვედრის მეორე ნაწილში კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზებენ დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლოს კი გაესაუბრებიან პირველადი შერჩევის მიზნით. შეხვედრაზე GPI ჰოლდინგი სხვა ვაკანსიებთან ერთად […]

დოქტორ ზაქარია ფურცხვანიძის ლექცია

30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი და ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ მოწვეული კონსულტანტი, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე წაიკითხავს მოხსენებებს თემებზე: გრამატიკული კატეგორიების, როგორც კულტურული კატეგორიების ტიპოლოგია (მოხსენება BA, MA, PhD სტუდენტებისათვის);  ახალი ნასესხობების მორფოსინტაქსი ქართულში (ფართო აუდიტორიისათვის). ღონისძიება გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში" (N217344) ფარგლებში. დრო: 30 […]

ფილმის „მე, დენიელ ბლეიკი“ ჩვენება და დისკუსია

30 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში მხატვრული ფილმის „მე, დენიელ ბლეიკი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. […]

სამეცნიერო კაფე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“

30 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია თოდუა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“. თემის მოკლე აღწერა დედამიწის ატმოსფერო სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ატმოსფერო, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. თუმცა მხოლოდ ატმოსფეროს არსებობა საკმარისი პირობა არ არის სიცოცხლის არსებობისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ნივთიერებისგან შედგება […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ნათელა იმედაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

31 მაისს, 11:00-16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ნათელა იმედაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდება რამდენიმე სესიად და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ემოციური განვითარება, სტრესი, დაძლევის სტრატეგიები და მეტყველების ფსიქოლოგია, ბილინგვიზმი, მეორე ენის სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, მშობლიური ენის ათვისება. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან […]

პროფესორ დოროთი კიმიხის საჯარო ლექცია

31 მაისს, 17:00 საათზე, ილიაუნის D 305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი კიმიხი ისაუბრებს თემაზე: „არავის მიწის კოლონიზება? რამდენიმე შენიშვნა კულტურის ისტორიის ერთი რთული კატეგორიის თაობაზე" (Colonizing no man´s land? Some remarks about a difficult category in cultural history). მომხსენებლის შესახებ დოროთი კიმიხი, გერმანელი ლიტერატორი და კულტურის თეორეტიკოსი, ახალი გერმანული ლიტერატურის […]

გიგლა მიქაუტაძის საჯარო ლექციაზე: „სახელმწიფო საწარმოები – ეკონომიკის მეტასტაზები“

31 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიგლა მიქაუტაძის საჯარო ლექციაზე: „სახელმწიფო საწარმოები - ეკონომიკის მეტასტაზები“. მომხსენებლის შესახებ გიგლა მიქაუტაძე მაგისტრის ხარისხის მფლობელია ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო; მუშაობდა გერმანიის ბუნდესტაგში დეპუტატის […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთვრამეტე ქება

31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთვრამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]