ნაზარბაევის უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნაზარბაევის უნივერსიტეტი გამართავს პრეზენტაციას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ცენტრალური აზიის წამყვანი უნივერსიტეტი, დაარსდა 2010 წელს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ინიციატივით, როგორც დასავლური კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სწავლების ენა ინგლისურია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ის, ბრიტანეთისა და სინგაპურის წამყვან უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. პრეზენტაციის […]

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“ (Active Learning in the Flipped Classroom), რომელსაც გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და […]

სამეცნიერო კაფე: “ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში“

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში". თემის მოკლე აღწერა მომხსენებელი განიხილავს  „ეგზოტიკურ“ ასტრონომიულ მოვლენებს, ესენია: მზისა და მთვარის დაბნელება, კომეტების გამოჩენა და ზეახალი ვარსკვლავების ანთება. მსოფლიო ისტორიიდან მოიყვანს ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება ასტრონომიული […]

ტრენინგი CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებაში

29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის აკადემიური ცენტრის ლექტორი ლევან გოგოხია ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადება“. თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:  CV    დოკუმენტის შედგენა სტრუქტურა ვაკანსიის მოთხოვნების გათვალისწინება დოკუმენტში   სამოტივაციო წერილი  სამოტივაციო წერილის შედგენის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები დოკუმენტის სტრუქტურა აპლიკანტის გამოცდილებისა და განათლების […]

ტრენინგკურსი „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“ (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes). მას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო […]

ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის საანგარიშო პრეზენტაცია

30 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება 7-15 აგვისტოს ახალქალაქში ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის საანგარიშო პრეზენტაცია. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მუსიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია და სტუდენტები: რუსუდან კორკოტაშვილი, ანი წოწინაშვილი, ბარბარე ჭილაშვილი. მათ 14 სოფელში ჩაიწერეს 35 პირი და 400-მდე ქართული და სომხური სიმღერები, დასაკრავები, ცეკვები, ლექსები, რიტუალის აღწერა, შელოცვები და ა. შ. […]

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა

31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფინანსთა საიმინისტროს წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სასწავლო პროგრამასთან– „ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე“ – დაკავშირებით. კონკურსის შესახებ  ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამაზე „ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე“. კონკურსის გამარჯვებულები უფასოდ გაივლიან ამ სასწავლო კურსს. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოს […]

დავით გაბუნიას საჯარო ლექცია „რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 21 ოქტომბრიდან გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლებიც ყოველდღიურად გაიმართება. 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი დავით გაბუნია ისაუბრებს თემაზე: „რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა“. დრო: 31 ოქტომბერი, 18:00-20:00 საათი ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის […]

სამეცნიერო კაფე: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში”

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში". თემის მოკლე აღწერა მომხსენებელი განიხილავს  „ეგზოტიკურ“ ასტრონომიულ მოვლენებს, ესენია: მზისა და მთვარის დაბნელება, კომეტების გამოჩენა და ზეახალი ვარსკვლავების ანთება. მსოფლიო ისტორიიდან მოიყვანს ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება ასტრონომიული […]

დამსაქმებლების რეგისტრაცია ილიაუნის დასაქმების ფორუმზე

გაცნობებთ, რომ 1-ლ ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, თუმცა ღონისძიება ძირითადად მიმართულია ახალწვეულებისთვის ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების შეთავაზებაზე. ფორუმში დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობისთვის ვიწვევთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ აქტიური ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკის მქონე ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები. ფორუმში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და კომპანიებმა უნდა […]