საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა”
18 ოქტომბერს, პარასკევს, 19.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეა მუქერიას საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა". მომხსენებლის შესახებ თეა მუქერია წლების განმავლობაში რადიოს „მუზა“ წამყვანი, პროდიუსერი და ჩაწერების კოორდინატორი იყო. ამ პერიოდში უძღვებოდა გადაცემას „ბაროკოს მუსიკა“. ამჟამად თეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადისერტაციო თემა […]