
29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის აკადემიური ცენტრის ლექტორი ლევან გოგოხია ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადება“.
თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
CV
დოკუმენტის შედგენა
სტრუქტურა
ვაკანსიის მოთხოვნების გათვალისწინება დოკუმენტში
სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილის შედგენის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
დოკუმენტის სტრუქტურა
აპლიკანტის გამოცდილებისა და განათლების სწორად ასახვა დოკუმენტში
ტრენინგი იქნება ინტერაქტიული, თეორიული და პრაქტიკული.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული
დრო: 29 ოქტომბერი, სამშაბათი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]