დამსაქმებლების რეგისტრაცია ილიაუნის დასაქმების ფორუმზე

გაცნობებთ, რომ 1-ლ ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, თუმცა ღონისძიება ძირითადად მიმართულია ახალწვეულებისთვის ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების შეთავაზებაზე. ფორუმში დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობისთვის ვიწვევთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ აქტიური ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკის მქონე ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები. ფორუმში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და კომპანიებმა უნდა […]

ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ფორუმი ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გიწვევთ ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ფორუმზე, რომელიც პირველ ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, B201 აუდიტორიაში გაიმართება. ფორუმში მონაწილე 40-მდე დამსაქმებელი სხვა ვაკანსიებთან ერთად ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკის მქონე ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს წარმოადგენენ. დასაქმების ფორუმი საინტერესო იქნება როგორც ვაკანსიების მაძიებელი დაბალკურსელი სტუდენტებისთვის, ასევე მაღალკურსელი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რადგან ფორუმზე წარმოდგენილი იქნება […]

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი

სულ მალე საქართველოში სტარტს აიღებს პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და ამავდროულად განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას. საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობს 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. კონკურსის ძირითადი ეტაპები განხორციელდება 2020 წლის 20 იანვრიდან […]

ციფრული მარკეტინგის ტრენინგი

დღეს სიტყვა „მარათონი“  ცნობილია ჩვენთვის და შესაძლოა მონაწილეობაც გვქონდეს მიღებული  მსგავს ღონისძიებაში, თუმცა დაფიქრებულხართ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ფეიდიპიდესს რომ ფეისბუქის ანგარიში ჰქონოდა? სათქმელის აუდიტორიამდე სწორად მიტანა უძველესი დროიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ყოველთვის არ არსებობდა ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს  გვაქვს. Fablab Iliauni სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 20 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე გაიმართება ციფრული მარკეტინგის საბაზისო […]

ინგლისური ენის შესწავლის კურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ დისტანციური სწავლების მეთოდით პრაქტიკული – სამუშაო ბიზნესინგლისური ენის ფლობის ხარისხის გაუმჯობესებას. კურსის სახელწოდებაა: Learn English Select კურსი არის პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ნაწილი და მას სრულად აფინანსებს ბრიტანეთის საბჭო. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, ფაკულტეტისა თუ საფეხურის სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის. შემოთავაზებული […]

დასაქმების შესაძლებლობა უცხო ენების მიმართულების სტუდენტებისთვის

ტურისტული კომპანია GRATA დაინტერესებულია ილიაუნის უცხო ენების მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გუნდის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე (ასევე აცხადებს სტაჟირებას და დროებით პოზიციებზე ვაკანსიას) და ეძებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური ან არაბული ენების მცოდნე კანდიდატებს. კომპანიას საწყის ეტაპზე უცხო ენის ცოდნის გარდა განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია. 6 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის A101 […]

ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში

7 ნოემბერს,19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას და ჩაატარებს ციფრული ჰუმანიტარიის ვორკშოპს:  „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“. თემის მოკლე აღწერა ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის, რაც ვიცით ისტორიის, ლიტერატურის თუ ენის შესახებ, წერილობითი წყაროებიდან ვიცით. ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული, […]

Majorel გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს დაასაქმებს

საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი / majorel ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ დასაქმების შესაძლებლობას. კომპანიას გამოცხადებული აქვს გერმანულენოვანი მომხმარებლების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსია. აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა მონიმუმ B1 დონეზე. ვაკანსიების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ საინფორმაციო შეხვედრაზე პარასკევს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში. დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა   დრო: 8 ნოემბერი, 12:00 საათი […]

პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“

8 ნოემბერს, პარასკევს,19.30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“. ქეთევან შენგელია ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შემსრულებელთა თაობის წარმომადგენელია. იგი ლაიფციგის უმაღლესი სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია ძველებური მუსიკის მიმართულებით. ამჟამად ქეთევან შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პროფესორია. მისი სასწავლო და კვლევის ინტერესებია მე-17-18 საუკუნეების დასავლეთევროპული მუსიკა, მისი შესაძლო კავშირი […]

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიმოხილვა და კომპანია ,,გერგილის “ ვაკანსიები

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან კომპანია „გერგილის“ წარმომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: კომპანია „გერგილის“ საქმიანობის სფერო;  გარემოსდაცვითი მიმართულების შესახებ: კომპანიის სერვისები და მოკლე მიმოხილვა; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიმოხილვა და საკანონმდებლო ცვლილებები. კომპანია ,,გერგილი“ ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას […]