
26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D404 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ძველებური მუსიკის სპეციალისტების, თაის ბაარსელის (ნიდერლანდები) და ქეთევან შენგელიას (საქართველო-გერმანია) მასტერკლასი ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნებაში.
მასტერკლასის მიზანია ბაროკოს ეპოქის საკრავებისა და საანსამბლო ხელოვნების სპეციფიკის გაცნობა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ თავად შეასრულონ ნაწარმოებები, არამედ მოისმინონ ბაროკოს ეპოქის ფლეიტისა და კლავესინის ხმოვანება და ახლოს გაეცნონ მათზე დაკვრის ტექნიკას.
დრო: 26 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: D404 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]