Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მასტერკლასი ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნებაში

ოქტომბერი 26, 2016 / 15:00

26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D404 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ძველებური მუსიკის სპეციალისტების, თაის ბაარსელის (ნიდერლანდები)  და ქეთევან შენგელიას (საქართველო-გერმანია) მასტერკლასი ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნებაში.

მასტერკლასის მიზანია ბაროკოს ეპოქის საკრავებისა და საანსამბლო ხელოვნების სპეციფიკის გაცნობა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ თავად შეასრულონ ნაწარმოებები, არამედ მოისმინონ ბაროკოს ეპოქის ფლეიტისა და კლავესინის ხმოვანება და ახლოს გაეცნონ მათზე დაკვრის ტექნიკას.

დრო:  26 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: D404 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 26, 2016
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: