13 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფორმალური და არაფორმალური განათლების ენა ადამიანის სექსუალობის შესახებ: დისკურსის კრიტიკული ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ნათია ანდღულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თანახელმძღვანელი − ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული […]
13 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison). დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს […]
14 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამეცნიერო, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, სეისმური მონიტორინგისა და ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და მკვლევრების პრაქტიკული უნარების […]
15 ივლისს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 15 ივლისი, 14:00 საათი […]
17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. პროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე […]