27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკელი მწერალი, პროფკავშირული აქტივისტი და ილიაუნის საპატიო დოქტორი ერიკ ლი მკითხველებს შეხვდება. მწერალი ისაუბრებს საქართველოს შესახებ დაწერილ თავის წიგნებზე და აუდიტორიას გააცნობს ახალ პროექტს, ნაშრომს „სტალინის ბოლო საიდუმლო: ღალატი, შეთქმულება, მეხსიერება“, რომელზეც ამჟამად მუშაობს. ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია, მათ შორისაა სამი […]
28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან. შეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“). […]
29 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნატალია კიკნაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფტალატების პრენატალური ნეიროტოქსიკური პოტენციალის შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლიოვა სამუშაო ენა: ქართული დრო: 29 აპრილი, 17:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი […]
30 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების ვორკშოპების ციკლის მეორე სესია. შეხვედრაზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად გამოწვევებზე, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე, მისი გამოყენების უპირატესობებსა და თანმდევ რისკებზე. დისკუსია ასევე შეეხება თეორიული არქეოლოგიის მნიშვნელობის საკითხს პოზიტივიზმისა და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში. ვორკშოპს გაუძღვებიან […]
30 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო გელანტია წაიკითხავს ლექციას „უნარ-ჩვევებისა“ და „პროფესიონალური თვითანალიზის“ შესახებ. სპიკერის შესახებ ნინო გელანტია ორგანიზაცია „GYRSA“-ს დამფუძნებელი და დირექტორია, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების მართვის, ასევე, 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო […]
1 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეხუთე შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტები – გიორგი გუნჯუა, სალომე სანდროშვილი და გვანცა ძამუკაშვილი. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]