7 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ უკრაინაში“. მომხსენებელი შეეხება უკრაინის პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესს პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მმართველობის პერიოდიდან დღემდე, ასევე ისაუბრებს იმ ფაქტორებზე, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში გავლენა მოახდინა უკრაინის შიდა პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაზე. სამუშაო ენა: ინგლისური […]
8 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარება ღამის ცხოვრებაში და კოვიდის პირობებში“. მომხსენებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები: სათემო ალიანსის პროგრამის მენეჯერი ადა […]
8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე: „უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი“. მომხსენებელი შეეხება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ უკრაინასა და ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარების პირველ მცდელობებს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ განვითარებულ ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს, ასოცირების ხელშეკრულებას და ა.შ. ასევე ისაუბრებს უკრაინის […]