14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“. მომხსენებელი შეეხება უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ისაუბრებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფორმირებასა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მოქმედ ფაქტორებზე. სამუშაო ენა: […]
15 ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე ინფოსაპიენსის დირექტორის მოადგილე ინა ვოლოსევიჩი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკრაინის ოფისის დირექტორი მაიკლ დრუკმანი გამართავენ ვებინარს „საზოგადოებრივი აზრის კვლევები ომის დროს“. რუსეთის ომი უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და საერთაშორისო პოლიტიკის დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფს. საომარ ვითარებაში პოლიტიკური და სოციალური პროცესები ფუნდამენტურად იცვლება. ასეთ დროს მოსახლეობის დამოკიდებულების გაგება და იმ გამოწვევებზე […]
15 ივნისს, 15:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში" ღია კარის დღე ჰიბრიდული ფორმატით. დაინტერესებული პირები დასწრებას შეძლებენ როგორც ილიაუნის თეატრში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ისე ონლაინ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://bit.ly/3Q6JSLi ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3Q0CKjD ღია კარის დღის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სპექტაკლებს: […]
15 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები. ვებინარის მომხსენებლები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე ლელა სტურუა; ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე; სათემო ალიანსის პროექტ […]
15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოსსახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები“. მომხსენებელი შეეხება შემდეგ თემებს: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიული ფონი; რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები სსრკ-ის დაშლის შემდეგ; ორმხრივი ურთიერთობების პრობლემური საკითხები: საზღვრები, შავი ზღვის ფლოტის სტატუსი, განიარაღება, ბუნებრივი აირის ომები, გოლოდომორი, ყირიმის კონფლიქტი, ევრომაიდანი, შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში; […]
16 ივნისს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ესკიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტის მკვლევრის, სერჰან გულის საჯარო ლექცია თემაზე: „თურქული მედია და რუსეთ-უკრაინის ომის აღქმა საზოგადოების მიერ“. ლექციის შესახებ: მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ აღიქვამს რუსეთ-უკრაინის ომს თურქეთის საზოგადოება, რა მიზეზები დგას ამ აღქმის მიღმა, როგორ ეწინააღმდეგება თურქეთის ოფიციოზის საგარეო პოლიტიკა და საზოგადოებრივი აზრი ერთმანეთს და […]