30 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომელთა მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“. შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (ScienceDirect; Scopus) ეფექტური გამოყენების საკითხი, ასევე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები. სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა წარიმართება […]
31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინული ენა“. მომხსენებელი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: უკრაინული ენის წარმოშობა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები, უკრაინული ენის ლინგვოციდის მცდელობები, რეგიონების მიხედვით ენობრივი განსხვავებები და ა.შ. სამუშაო ენა: ინგლისური ლექციაზე დასწრება თავისუფალია და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Zoom-ის საშუალებით. მოსაწვევი იხილეთ აქ. […]
1 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“. მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი მოდერატორი: ილიას […]
1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები“. მომხსენებელი შეეხება შემდეგ საკითხებს: ადრეული 90-იანი წლები: „იმედებისა და მოლოდინების ხანა ცივი გაზაფხულის ფონზე“; 90-იანი წლების შუა პერიოდი: „თაფლობის თვე“; ადრეული 2000-იანი წლები: „უკრაინული „მულტივექტორი“; იუშჩენკოს ერა: იმედები და იმედგაცრუებები, სტრატეგიული პარტნიორობა; […]
2 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანელი მწერალი მაია ჯეგი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული რბილი ძალა ლიტერატურით: საჭმლისა და ღვინის მიღმა“. მაია ჯეგი ბრიტანელი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ავტორია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და […]
3 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინული ლიტერატურა და თანამედროვე ხელოვნება“. მომხსენებელი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლიტერატურა კიევის რუსეთში; ადრეული მოდერნული პერიოდის უკრაინული ლიტერატურა; მე-19 და მე-20 საუკუნის უკრაინული ლიტერატურა; თანამედროვე უკრაინული ლიტერატურა. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს თანამედროვე უკრაინულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაზე, მუსიკაზე, კინოსა […]