ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. კვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით. 10 დეკემბერი როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი 15:00-17:00 – toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი, […]
სად იწყება, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის უნივერსალური უფლებები? მცირე ადგილებში, ჩვენი სახლების სიახლოვეს – ისე ახლოს და ისეთ პატარა ადგილებში, მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე რომ ვერ მოიძებნება. მაგრამ ცალკეული ადამიანისთვის ეს მთელი სამყაროა; უბანი, რომელშიც იგი ცხოვრობს; სკოლა ან კოლეჯი, რომელშიც სწავლობს; ქარხანა, ფერმა ან დაწესებულება, სადაც მუშაობს. სწორედ ასეთ ადგილებში ეძიებს კაცი, ქალი თუ […]
10 დეკემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ადამიანის უფლებების დღის აღსანიშნავად გამართავს საჯარო შეხვედრას „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. თანასწორობა, მრავალფეროვნება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა განხილული იქნება სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის: ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, კინემატოგრაფიის და ახალგაზრდული აქტივიზმის კონტექსტში. შეხვედრას გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის […]
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. კონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი. კონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი […]
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. კონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი. კონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე წაიკითხავს ამ კურსის მეექვსე ლექციას თემაზე: ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“. ლექციის ძირითადი თემებია: ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე, მისი მნიშვნელობა და […]
10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე. ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ლიტერატურული ექსპერიმენტია. წიგნი სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: „მოწითალო“, პოემა პროზაული ჩანართებით, აღწერს პოეტის ამაღელვებელ, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის წარსული იტალია რომის მემკვიდრეობით, რომელზეც […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს, 18:00-19:30 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი სანდრო გვინდაძე ისაუბრებს კომიქსებზე, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს. კომიქსების თემის განხილვის შემდეგ, 19:30-22:00 […]
11 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ანტი-სტიგმა კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა […]
11 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ხელოვნება და საბაზრო ეკონომიკა“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ვიზუალური ხელოვნების „პრიმატი“, სახელოვნებო პროდუქცია და ანაზღაურების მექანიზმები, წიგნის ლიტერატურული და ეკონომიკური ღირებულება, ოქროსა და ვერცხლის სემანტიკა პოეზიასა და ეკონომიკაში. დრო: 11 დეკემბერი, სამშაბათი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი […]
12-დან 15 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზის მიმდებარე ფოიეში გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ფერწერის ნიმუშები (ზეთი, გუაში, აკვარელი), ნახატები (ფანქარი, ტუში), დაზგური გრაფიკისა და ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სტუდენტების ნამუშევრები: ლევან ხარაზიშვილი, ელენე ქორთუა, მარიამ შოთნიაშვილი, მაკა ჭარაქაშვილი, […]
12 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 საკონფერენციო დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება გურამ თევზაძის ხსოვნას. კონფერენციის განრიგი: 11:00 – კონფერენციის გახსნა მისასალმებელი სიტყვა 11:00-12:45 – მოდერატორი თამარ ცოფურაშვილი 11:15 – „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაფუძნება (1918 წლის 26 მაისი)" პროფ., […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 12 დეკემბერს, 14:00-20:00 საათზე, ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება ილიაუნიში მოსვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება. სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ავითარებს სამაგიდო თამაშები სტრატეგიულ, ვერბალურ თუ სხვა უნარებს. ამასთან ექნებათ საშუალება, ითამაშონ: game of thrones epic […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 12 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თსუ-ის პროფესორი პაატა იმნაძე წაიკითხავს ამ კურსის მეშვიდე ლექციას თემაზე: „ზოონოზური დაავადებები“ ლექციის ძირითადი თემებია: ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებული დაავადებები; დაავადებების სიმპტომატიკა; კონკრეტული შემთხვევები […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება ინტელექტუალური თამაში „ჯეპარდი/Jeopardy“. „ჯეპარდი/Jeopardy“ ამერიკული შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშია, რომელიც მონაწილეებში არაფორმალურ განათლებასა და ცოდნის დონეს ამოწმებს. თამაში ორი რაუნდისაგან შედგება და მასში მონაწილეობას ექვსი კაცისგან შემდგარი გუნდები იღებენ. შეკითხვებს სირთულის მიხედვით მინიჭებული […]
13 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი მიქელაძე გამართავს პროექტის „ტყის კორომებში მიმდინარე ცვლილების დადგენა Sentinel-2 მრავალსპექტრალური სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით“ პრეზენტაციას. მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანს წარმოადგენდა შერჩევითი ჭრების და, ზოგადად, ტყის კორომთა ფართობებზე ხეების სიმჭიდროვის ცვლილების რეგისტრაცია სატელიტური გამოსახულების გამოყენებით. პრეზენტაციაზე […]
13 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრის ახალი პერსპექტივები“. მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და ჩვენი ცივილიზაციის შემდგომ სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა რამდენიმე ათასი გრადუსია, ხოლო ზედა ატმოსფეროში (გვირგვინში) რამდენიმე მილიონ გრადუსს […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 13 დეკემბერს, 19:00-21:00 საათზე, გაიმართება ფილმის “კესი/ kes” ჩვენება/განხილვა. ფილმი მოგვითხრობს 12 წლის დედისერთა, შრომისმოყვარე ბიჭზე, რომელიც ბულინგის მსხვერპლია როგორც შინ, ისე სკოლაში. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა შევარდენს იპოვის და მის გაწვრთნას დაიწყებს. სახელად მას […]
13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დოქტორი ელენე ლადარია წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ენის საკითხი საბჭოთა სოციალურ მეცნიერებაში“ 1950 წლამდე საბჭოთა ენათმეცნიერებაში დომინანტური თუ არა, მონოპოლისტური პოზიცია ეკავა ნიკო მარის მიერ შემოთავაზებულ ენის ახალ თეორიას, რომელიც მეცნიერს ინდოევროპული და სტრუქტურალისტური ენათმეცნიერების ერთადერთ და აუცილებელ ალტერნატივად მიაჩნდა. მიზეზთა […]
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს სამედიცინო კორპორაცია ევექსის გაყიდვების სამსახურის უფროსი ეკა აბურჯანიძე. მომხსენებელი ინფორმაციას მოგაწვდით სტუდენტური საყოველთაო დაზღვევისა და კომპანია ევექსის სტუდენტური პროექტის შესახებ, რომელიც დამატებით შეღავათებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. კომპანია ევექსის წარმომადგენლები პრეზენტაციის შემდეგ პროექტში დარეგისტრირებულ სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს […]
14 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართულ ლექციათა სერიის დასკვნით სესიაზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. ლექცია, რომელსაც წაიკითხავს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში […]
14 დეკემბერს, 15.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან, ბაღდადის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ მანანა კაპეტივაძესთან. სტუმარი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება უცხო ენის სწავლებისას – პრაქტიკული გამოცდილება". დრო: 14 დეკემბერი, 15.30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 16:00-18:00 საათზე, სტუდენტებს ციფრული სააგენტო „მარმელადსის“ კრეატიული დირექტორი სანდრო გაბისონია ესაუბრება თემაზე: „არქეტიპებისა და ავატარების ეფექტური კომუნიკაცია“. დრო: 14 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, […]
14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში პროფესორი დაფნე ვიდანეცი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკის ფილოსოფიური საფუძვლები“. დაფნე ვიდანეცი ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სრული პროფესორია; მისი საკვლევი სფეროებია ფილოსოფია, თეოლოგია, ეკონომიკა დ აბიზნესის ეთიკა. ამ მიმართულებით პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 6 წიგნი და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სამუშაო ენა: ინგლისური დრო:14 დეკემბერი,16:00 საათი ადგილმდებარეობა: E235 აუდიტორია (ქ. […]
14 დეკემბერს, 17:00 საათზე, კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისთვის მოეწყობა საგამოფენო ტური, სადაც კურატორები თავად გააცნობენ სტუდენტებს გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ კონცეფციასა და ნამუშევრებს. საგამოფენო ტური სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში მოეწყობა. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2BcPcXP მონაწილეობის მიღებას პირველი 25 სტუდენტი შეძლებს. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ილიაუნი. გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN […]
14 დეკემბერს, 17:00-საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში". მომხსენებლები: მაკო ღავთაძე – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი ექსპერტი 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ ქართველ მუსიკოსს, სოფი ვილის (Sophie Villy). ქართველი მუსიკოსი საქმიანობს უკრაინასა და აშშ-ში. სოფი ვილი ქართული, ფრანგული და უკრაინული ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის ავტორია. მომღერალი სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერაზე, გაუზიარებს […]
14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი დავით თარხნიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სიცოცხლის ბარკოდინგი – ერთობლივი ქართულ-გერმანული ინიციატივა და მისი კავშირი ეკოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებთან“. დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
14 დეკემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში გაიმართება კომპანია „ჰოლოსთან“ შეხვედრა. კომპანია „ჰოლო“ ეძებს ახალ თანაგუნდელს გაყიდვების მიმართულებით. ჰოლო არის ინოვაციური მედია პლატფორმა, რომელიც ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებს იყენებს მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებისათვის. ათობით ლოკაციაზე კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ვიზუალიზაცია მოახდინონ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელზე ჰოლოგრამული სახით. ჰოლოს სერვისებით უკვე სარგებლობენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები. […]
14 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი მერაბ სვანაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“. მოხსენება ეხება სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის გამოკვლეულ ამოცანებსა და მიღებულ შედეგებს, ესენია: აიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 19:00-20:00 საათზე, სტუდენტებს შეხვდება Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე თემაზე: „როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი“. Storytelling, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის, ავტორებმა მომხმარებელთან […]
14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლოვა წაიკითხავს მოხსენებას „სიგმა-1 რეცეპტორი, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“. სიგმა-1 რეცეპტორი (σ1R), ჩაპერონული ცილა, მემბრანული და მიტოქონდრიული პროცესების ერთგვარ კოორდინატორს წარმოადგენს. σ1R რეცეპტრორები მაღალი ხარისხით ექსპრესირდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მათი აქტივაცია ასტიმულირებს ნეირომოდულაციასა და ნეიროპროტექციას, მაგალითად, ალცჰეიმერის […]
14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამერვე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
14 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია თემაზე: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“ წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის დასწავლის პროცესისა და მეხსიერების ჩამოყალიბების შემდეგ უამრავი სპეციფიკური მოლეკულური განსხვავება აღინიშნება დასწავლის ხარისხის მიხედვით და, მით უმეტეს, საკოტროლო ცხოველებთან შედარებით. ყველა ეს […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 20:00-21:00 საათზე, პროექტ „ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში“ ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე შეხვდება სტუდენტებს და ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში. დრო: 14 […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 21:00-21:30 საათზე, Leavingstone-ისსოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე და Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე ისაუბრებენ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს. კანის […]
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში (10-16 დეკემბერი) 15 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა აქტიური სტუდენტური კლუბი და სხვადასხვა სამსახური. სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ კლუბების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, დაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას […]
15 დეკემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი პედაგოგები. დრო: 15 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის თეატრი სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლს „თარგმანები“. წარმოდგენაზე დასწრებას უფასოდ შეძლებს ილიაუნის 100 სტუდენტი, რომლებიც პირველად დარეგისტრირდებიან. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგიში, […]