Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კომიქსები – Stan Lee

დეკემბერი 11, 2018 / 18:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.

სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს, 18:00-19:30 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი სანდრო გვინდაძე ისაუბრებს კომიქსებზე, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს.

კომიქსების თემის განხილვის შემდეგ, 19:30-22:00 საათზე, გაიმართება ფილმის ”The Avengers” (2012) ჩვენება.

ფილმმა შეძლო ის, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. ”The Avengers“-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია.

დრო: 11 დეკემბერი, 18:00-19:30, 19:30-22:00 .

ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 11, 2018
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: