Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია თემაზე: „ზოონოზური დაავადებები“

დეკემბერი 12, 2018 / 17:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.

12 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თსუ-ის პროფესორი პაატა იმნაძე წაიკითხავს ამ კურსის მეშვიდე ლექციას თემაზე: „ზოონოზური დაავადებები“

ლექციის ძირითადი თემებია:

  • ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებული დაავადებები;
  • დაავადებების სიმპტომატიკა;
  • კონკრეტული შემთხვევები საქართველოსა და მსოფლიოში;
  • ზოონოზური დაავადებების გავრცელების სტატისტიკა.

ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დრო: 12 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 12, 2018
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: