18 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ენერგეტიკულ ტარიფებთან დაკავშირებით, ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის ფარგლებში, მორიგი სემინარი გაიმართება. სემინარზე სიღრმისეულად განიხილება შემდეგი საკითხები: ენერგეტიკული ბაზარი, მისი ძირითადი მონაწილეები, მათი ურთიერთობები და ინტერესები; ტარიფების დანიშნულება და მათი დადგენის პრინციპები; სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტები და მათი სიდიდე; ტარიფზე მოქმედი ფაქტორები; ინფრასტრუქტურული ინვესტიციები […]
18 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდებალევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი. მეორე მიახლოება ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის გლობალიზმი; „ყმა ტკბილი და ტკბილქართული“; პირველი […]
19 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი გიორგი პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "საკონსტიტუციო სასამართლო ოცი წლის გადმოსახედიდან". ღონისძიება ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის ოცი წლის იუბილეს. დრო: 19 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
19 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო განხილვას თემაზე - “იდენტობა” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. მიმდინარე წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილე პირთა სარჩელზე. ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაცია „იდენტობაც“ იყო. ორგანიზაციის იურისტი ნინო ბოლქვაძე ისაუბრებს […]
19 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, სერიალ „ტიფლისის“ სცენარისტი და რეჟისორი, ივა ფაზუაშვილი, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „დრამატურგია - თითქმის ზუსტი მეცნიერება“. დრო: 19 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” დასწრება თავისუფალია.
20 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, კომპანია ”კოპენბურის” წარმომადგენლობა ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და გააცნობს პროექტს სახელწოდებით - ”სტუდენტური დასაქმება: კომპანია ”კოპენბური” 100 ვაკანსიით ილიაუნიში''. დრო: 20 მაისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ცნობილი ფინელი ისტორიკოსის, ჰენრიკ მეინანდერის, წიგნის - "ფინეთის ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ფინეთის ათასწლიანი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს. იგი უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოიცა. "ფინეთის ისტორიის" ქართულად თარგმნის მნიშვნელობაზე, ფინეთისა და საქართველოს ისტორიის პარალელებზე ისაუბრებენ თავად წიგნის ავტორი - ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰენრიკმეინანდერი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ბაქრაძე. წიგნისა და ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. დრო: 21 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
21 მაისს, ხუთშაბათს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის სხდომა. სხდომაზე მოხსენებით წარდგება ნუგზარ ალექსიძე. მოხსენების თემაა "ფსიქობიოლოგიის საფუძვლები". დრო: 21 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. № 1)
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, არჩილ მაღალაშვილთან. საუბრის თემა: არატრადიციული გაზი და ნავთობი - საუკუნის ახალი გამოწვევები ნახშირწყალბადების ამ ახალი რესურსის გამოჩენას 21-ე საუკუნის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ რევოლუციას უწოდებენ. ამ რესურსის ათვისებასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ახალი სამეცნიერო, გეოლოგიური, გარემოსდაცვითი, სოციალური […]
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი, მთარგმნელი გია გოკიელი, ისაუბრებს შემდეგ თემებზე: „ელისის თავგადასავალის“ 150 წლისთავის აღნიშვნა მსოფლიოში; „ელისის“ მნიშვნელობა და კვალი მსოფლიო ლიტერატურაში; „ელისის“ ავტორის შესახებ: ჩარლზ დოჯსონი და ლუის კეროლი - ანტიპოდები; „ელისის“, როგორც ზღაპრის, თავისებურებები; „ელისი“, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად რთული […]
22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, კომპანია ”ვისოლ ჯგუფის” წარმომადგენლობა ილიაუნის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას 150 ანაზღაურებადი ვაკანსიის შესახებ. დრო: 22 მაისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
22 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი დვორა კატჩევიჩი წაიკითხავს საჯარო ლექციას - ”არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში”. ქალბატონი კატჩევიჩი, პროექტ PROFILES-ის ფარგლებში, დიდი ხანია, თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრთან SALiS. ვაიცმანის ინსტიტუტთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, შეიმუშავა საქართველოში ბუნებისმეტყველების […]
23 მაისს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი თემაზე – „ესთეტიკა და პოლიტიკა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები. ესთეტიკა და პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რამდენადაც ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთსა და იმავე მოვლენასა თუ ფენომენს ესთეტური განზომილებაცა აქვთ და […]
23 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვევა იაპონელი მევიოლინე, კენ აისო, რომელიც, მუსიკით თერაპიის ფარგლებში, რამდენიმე კომპოზიციას უსასყიდლოდ შეასრულებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
23 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ შეხვედრაზე ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან. ნიკა გვარამია წარმართავს დისკუსიას თემაზე - კანონი მაუწყებლობის შესახებ. დრო: 23 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია.