Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ასოცირებული პროფესორის, არჩილ მაღალაშვილის, საჯარო ლექცია – ”არატრადიციული გაზი და ნავთობი – საუკუნის ახალი გამოწვევები”

მაისი 21, 2015 / 19:00

21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, არჩილ მაღალაშვილთან.

საუბრის თემა: არატრადიციული გაზი და ნავთობი – საუკუნის ახალი გამოწვევები

ნახშირწყალბადების ამ ახალი რესურსის გამოჩენას 21-ე საუკუნის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ რევოლუციას უწოდებენ. ამ რესურსის ათვისებასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ახალი სამეცნიერო, გეოლოგიური, გარემოსდაცვითი, სოციალური და სხვა გამოწვევები. მოხსენება მიეძღვნება პრობლემატიკის მიმოხილვას, არსებულ გამოწვევებს და საქართველოს პერსპექტივებს.

დრო: 21 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 21, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: