
21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ცნობილი ფინელი ისტორიკოსის, ჰენრიკ მეინანდერის, წიგნის – “ფინეთის ისტორია” – პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ფინეთის ათასწლიანი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს. იგი უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოიცა.
“ფინეთის ისტორიის” ქართულად თარგმნის მნიშვნელობაზე, ფინეთისა და საქართველოს ისტორიის პარალელებზე ისაუბრებენ თავად წიგნის ავტორი – ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰენრიკმეინანდერი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ბაქრაძე.
წიგნისა და ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
დრო: 21 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]