11, 12 და 14 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფ. დრ. თეო კობუში ჩაატარებს 3 საჯარო ლექციას. თემატიკა: 11 მაისი: „შესაქმე არარასგან“ 12 მაისი: „დეკარტის მედიტაციები: პრაქტიკული მეტაფიზიკა“ 14 მაისი: „ადამიანის ღირსების შესახებ“ განრიგი: 11 მაისი: 10:00-13:00, აუდიტორია E 207 12 მაისი: 14:00-17:00, აუდიტორია E 207 14 მაისი (ლექციის დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მოგვიანებით)
11 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ბატონ ოლივერ ვიეკთან. განსახილველი თემა: უკრაინის კრიზისი და მისი გავლენა ევროპის ეკონომიკაზე შეხვედრისა და მომხსენებლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. დრო: 11 მაისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია.
11 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა, კონკურსის - „საუკეთესო ბიზნესის გეგმა რეგიონალური ქალთა ბიზნესის განვითარებისთვის“ - ფარგლებში, ჩაატარებს ბიზნესის გეგმის პრეზენტაციასა და დაჯილდოებას. დრო: 11 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
11 მაისს, ორშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შეხვედრა პოეტ დათო ყანჩაშვილთან (იორიკი). სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის - "მწერლის ერთი მეტაფორა" - ფარგლებში, დათო ყანჩაშვილი ისაუბრებს მეტაფორაზე: "მე - სახლი" და წაიკითხავს ახალ ლექსებს. დრო: 11 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის საქართველო; „ვეფხისტყაოსნის“ ადგილი; შოთას პიროვნება - ჰიპოთეზები; […]
12 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. დრო: 12 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: იტალიური კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, S 501-502 ოთახები (გ. წერეთლის ქ. № 3) დასწრება თავისუფალია.
13 მაისს, 11:00-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი ატარებს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით - „ფილოსოფია და ლოგიკა“. დრო: 13 მაისი, 11:00-19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია. კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ყირგიზეთის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციებს ჩაატარებს 5 პროფესორი ყირგიზეთიდან. 13 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ბიშკეკის ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი, ზაინიდინ კურმანოვი და ყირგიზეთის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნურჟამალ უზაკბაევა. ლექციების განრიგი […]
13 მაისს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში ჩატარდება სემინარი:”მათემატიკა დანტეს ღვთაებრივ კომედიაში”. სემინარს გაუძღვება იტალიიდან საგანგებოდ მოწვეული პროფესორი, ანტონიო სკარელი. სემინარი ჩატარდება იტალიურ ენაზე. დრო: 13 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: იტალიური კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501-502 ოთახები (გ. წერეთლის ქ. № 3) დასწრება თავისუფალია.
14 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში კომპანია ”კრედოს” წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან ”კრედოს” სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით. მიკროსაფინანსო კომპანია ”კრედო”, 15 წელზე მეტია, ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე მოღვაწეობს. წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამორჩეულია ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვნებით, მომსახურების მაღალი ხარისხით და კლიენტთასოლიდური რაოდენობით, ასევე - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოებრივი აქტივობებით. […]
14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თამარ მახარობლიძის პროექტის - "სტიგმის გადალახვა ჟესტური ენის გაძლიერებით" - პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. დრო: 14 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
14 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავითთარხნიშვილთან. სლაიდ-შოუ თემაზე: ამერიკის შეერთებული შტატების ბუნება ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ალექსანდრე გავაშელიშვილმა, 1990 წლიდან მრავალი თვე გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას მოვლილი აქვს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი - კლდოვანი მთები, პრერიები, […]
14 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის დაბადების დღეზე, რომელზეც ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ […]
15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი ლევან ცაგარელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "პოსტმოდერნიზმი დამწყებთათვის, ანუ რა საერთო აქვს შრეკსა და სუნამოს“. დრო: 15 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გაიმართება ილიაუნის პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრის პრეზენტაცია. 2014 წელს აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ უნივერსიტეტებისათვის გამოცხადებული იქნა ერთობლივი კონკურსი - „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა”. კონკურსის გამარჯვებულად ილიას […]
15 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ცნობილი ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის, პიესის - „სანახაობის მომწყობი“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია (გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ). ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ისაუბრებს თომას ბერნჰარდის შემოქმედებასა და თანამედროვე თარგმანის ხელოვნების საკითხებზე. ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონი აქსელ ვეხი. დრო: 15 […]
15 მაისს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში WWF-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანა ცინცაძე, გაგაცნობთ სტუდენტური კონკურსის -ეკოსტუდენტი 2015 - დეტალებს. კონკურსი ”ეკოსტუდენტი 2015”, WWF-ის პროექტების ფარგლებში, ითვალისწინებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს გარემოსდაცვით თემებზე. ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან სულაც დიალოგის გარეშე; ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ნამუშევრების […]
15 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, თამარ კინწურაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - მედია და ტოლერანტობის საკითხები. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში […]
ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ილიაუნის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისს პირველად ეწვევა ვენის თეატრი Teatro Caprile. 16 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი - „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“. თეატრალური პერფორმანსი ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის თემას. ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონი აქსელ ვეხი. […]