4-დან 8 მაისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში, ემერიტუს-პროფესორი, დრ. მარტინ ბოლახერი ჩაატარებს 5 ლექცია-სემინარს. თემატიკა 4 მაისი: სემინარი – „განმანათლებლობა (კანტი, მენდელსონი, ლესინგი)“ 5 მაისი: სემინარი – „ლესინგი: ნათან ბრძენი (1779)“ 6 მაისი: ლექცია – „კულტურათშორისი მედიაცია თუ უნივერსალურის ბატონობა? განაზრებები ჰერდერისეული ჩინეთის ხატის მაგალითზე“ 7 მაისი: ლექცია – „მსოფლიო ლიტერატურის კონცეფცია გოეთესთან“ 8 მაისი: სემინარი – „დეკადენტობა თომას მანის ბუდენბროკებში‘“ განრიგი 4 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია 5 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია 6 მაისი: 11:00-14:00, E 306 აუდიტორია 7 მაისი: 11:00-14:00, E 204 აუდიტორია 8 მაისი: 14:00-17:00, E 204 აუდიტორია დასწრება თავისუფალია. ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. […]
4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენელი, საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი, ქალბატონი მარგიტ სარე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და სამეზობლოს პოლიტიკა”. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 4 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია
4 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, არისკის საქართველოს ფილიალი გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე: „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი). ფილმის ჩვენებას მოჰყვება დისკუსია. ფილმის ენა: ქართული (ინგლისური სუბტიტრებით) დისკუსიის ენა: ინგლისური დრო: 4 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია. […]
4 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ვაჟა-ფშაველას ლოდი: სიზიფეს გარჯა ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ლირიკა და პოემები; სამი დიდი პოემა; ვაჟას დაღმართი: "ალუდა ქეთელაურიდან" ქვემოთ; ვაჟას ტრაგიკული მითოსი: კაცი-ზეკაცი-ღვთისშვილი-ღმერთი-კაცი; ვაჟა და კამიუ;ვაჟა - ჩვენი ევროპული […]
5 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“ / „EU - Georgia Cooperation“. იანოშ ჰერმანი დაიბადა 1952 წლის 11 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 1975 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსკოვში […]
5 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტი, გიორგი კობახიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ქალთა ჩაგვრა და მარქსიზმი”. დრო: 5 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, კორტ ანდერსონთან. საუბრის თემა: ინვაზიური ეკოსისტემები - ბიომრავალფეროვნების გამდიდრება თუ ეკოლოგიური საფრთხე? შეხვედრაზე განხილული იქნება ინვაზიური სახეობების ეკოლოგია და ინვაზიებთან დაკავშირებული პოლიტიკა. განიხილება მაგალითები მცენარეთა, ცხოველთა და მოკრობების სამყაროდან; ასევე მოლეკულურ-გენეტიკური […]
6 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ყირგიზეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები და წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. ლექციათა განრიგი: 6 მაისი, 10:00 საათი E 207 ზაინიდინ კურმანოვი - ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი თემა: ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების თავისებურებების და ევოლუცია ყირგიზეთში” ბატონი კურმანოვი ისაუბრებს ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებზე პრესაბჭოთა პერიოდიდან დღემდე; იგი ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ მიზნებსა და […]
2015 წლის 7-9 მაისს გაიმართება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი“. კონფერენციას აწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიასთან“ თანამშრომლობითა და ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგის ეგიდით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ განაცხადის ფორმას და შევსებული ვერსია გადმოგვიგზავნოთ ელფოსტაზე ari@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, 6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული საინფორმაციო რესურსების მომწოდებელი კომპანიის - „Thomson Reuters” - ორგანიზებით გამართულ ტრენინგს თემაზე: Information Tools for a Modern Scholar: The Web of Science and Related resources. ტრენინგს გაუძღვება “Thomson Reuters”-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტი, ბნ. ვალენტინ ბოგოროვი (Mr. Valentin Bogorov). […]
6 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში რატი ამაღლობელი გაუძღვება შეხვედრების ახალ ციკლს სახელწოდებით - ”პოეზია და რეციტაცია”; შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიამბობთ პოეტური რეციტაციებისა და დეკლმაციების ისტორიასა და ხელოვნებაზე. პირველ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 6 მაისს, 18:00 საათზე, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: პოეზიის დაბადება, აპოლონის ლირა, ორფეოსისა და ევრიდიკეს მითი, ლოცვიდან რეციტაციამდე. დრო: 6 მაისი, […]
ქ6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „რელიგია, როგორც ნევროზი - ზიგმუნდ ფროიდი და რელიგიის ფსიქოანალიტიკური კრიტიკა“. ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გიორგი მაისურაძე. 1907 წელს […]
7-8 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი“. კონფერენციას აწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიასთან“ და ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგასთან თანამშრომლობით. წლევანდელ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ მაგისტრანტები და დოქტორანტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და […]
7 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, სლოვაკეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი რუდოლფ მიხალკა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოცდილება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა“/ „Slovak Experience of the EU Integration and Georgia’s Euro-Atlantic way“. დრო: 7 მაისი, […]
8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი გიუნტერ ბეხლერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევძინოთ სტაბილურობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“ / “How to stabilize the European Security Architecture”. ბატონი გიუნტერ ბეხლერი დაიბადა 1953 წელს ბაზელში. უმაღლესი […]
8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე. კვლევას - სახელწოდებით, „ქართველი მომხმარებლის ქცევა სამომხმარებლო პროდუქტთან მიმართებაში: რუსეთის როლი და ზეგავლენის მომხდენი სხვა ფაქტორები“ - წარადგენენ მაია ნონიაშვილი და ნინო ენუქიძე. აღნიშნული კვლევა (ინგლისური სახელწოდებით: ”CONSUMER BEHAVIOR IN THE REPUBLIC OF GEORGIA REGARDING FMCG PRODUCTS: THE […]
8 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათადა ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ -ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი ათინათ მამაცაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:"ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბელგიურ ლიტერატურაში“. დრო: 8 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
8 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჯოდი პოლაპას საჯარო ლექცია თემაზე - „მიღებისა და მოქმედების თერაპია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის“. ლექციას გაუძღვება დასავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აპალაჩის ბავშვთა ქცევითი ტელემედიცინის კლინიკის ხელმძღვანელი ჯოდი პოლაჰა. მიღებისა და მოქმედების თერაპია თანამედროვე ქცევითი თერაპიების […]
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობის იდეა კინოში. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. […]