
4 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: ვაჟა-ფშაველას ლოდი: სიზიფეს გარჯა
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ლირიკა და პოემები; სამი დიდი პოემა; ვაჟას დაღმართი: “ალუდა ქეთელაურიდან” ქვემოთ; ვაჟას ტრაგიკული მითოსი: კაცი-ზეკაცი-ღვთისშვილი-ღმერთი-კაცი; ვაჟა და კამიუ;ვაჟა – ჩვენი ევროპული პასპორტი; ვაჟა-ფშაველა და ვაჟა-ფშაველას პროსპექტი.
დრო: 4 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]