27 და 28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. წლევანდელი თემაა ტრავმის ზეგავლენის გაცნობიერება და ხარისხიანი ზრუნვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი და კავშირი „საფარი“ მსურველებს იწვევს კონფერენციაში მონაწილეობის […]
27 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში მოეწყობა კინოჩვენება. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" (CSDC) მიერ პროექტის - „უხილავი ბავშვები“- ფარგლებში გადაღებულიფილმი, ”ჩემი ცხოვრების დღიურები”, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს შეეხება. ზემოხსენებული პროექტისა და კინოჩვენების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თუ როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის და როგორ ხდებიან შრომით […]
27 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ჰენრიკ იბსენი - ”გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან” ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: აფთიაქარი და პოეტი; დებიუტი: „კატილინა“; დრამატურგიული რეფორმები; „თოჯინების სახლი“; […]
28 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან. საუბრის თემა: ემოცია, როგორც სხეულებრივი ცვლილება, და მისი ზეგავლენა აღქმაზე. აღნიშნულ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები, თინათინ ბლადაძე და თამარ რევაზიშვილი, წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევას, რომელიც განხორციელდა 2014-2015 სასწავლო წელს […]
28 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის წევრი, შოთა აზიკური, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ბაკალავრი, გიორგი ხვედელიანი, წაიკითხავენ მოხსენებას თემაზე - „პირველი მაისის მნიშვნელობა და დღევანდელი გამოწვევები“. დრო: 28 აპრილი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” დასწრება თავისუფალია.
29 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევას - სახელწოდებით, ”უძრავი ქონების ინდუსტრია - უახლესი ტენდენციები და პროგნოზები” - წარადგენს ლარისა პატარაია. დრო: 29 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
29 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და ნეირომეცნიერება“. ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი, რეზო კორინთელი. ლექციაზე განხილული […]
29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, წელს მსოფლიოს მიმართავს ცნობილი ესპანელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე ისრაელ გალვანი. ცეკვის საერთაშორისო დღეს უერთდება ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 29 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში, გაგაცნობთ ისრაელ გალვანისა და მსოფლიო ცეკვის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილებს (თარგმანი ეკუთვნის ილიაუნის მაგისტრანტს, ირინა ბაგაურს). ამასთან, […]
30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ბატონ გიორგი ჯაფარიძესთან. საუბრის თემა: “ჰელიკური გამტარები – მომავალი ათწლეულების ნანოელექტრონიკის მასალა” ერთგანზომილებიანი ჰელიკური გამტარები წარმოადგენენ ელექტრონული მატერიის ახალ ფორმას, რომელშიც ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტის (სპინის) მიმართულება ცალსახად განისაზღვრება ელექტრონისავე მოძრაობის მიმართულებით. მაგნიტური და ელექტრული […]
30 აპრილს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ლიგამუსი, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს უნივერსიტეტის რექტორს, ფილოსოფოს გიგა ზედანიას. მომხსენებელი უილიამ ფოლკნერის რომანის - ”დროშები მტვერში“ - შესახებ ისაუბრებს. რომანი, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტია. ფოლკნერს ზოგჯერ "ამერიკელ შექსპირად" მოიხსენიებენ. XXI საუკუნის გადმოსახედიდან, იგი არა მხოლოდ გასული საუკუნის საუკეთესო ამერიკელ მწერლად გვევლინება, არამედ, ალბათ - საუკეთესო მწერლად მთლიანად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში. ლექცია დაეთმობა ფოლკნერის […]
1-ლ მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, ევგენი კლაუბერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ისრაელის პოლიტიკურისპექტრი. ევგენი კლაუბერს მიღებული აქვს დელავერის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი გახლავთ ექსპერტი ეთნიკური კონფლიქტების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის საკითხებში. დრო: 1-ლი მაისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე. კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში, რომლებიც ჩაატარებენ საჯარო ლექციებს ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბ-ნი იანოშ ჰერმანის, მოხსენება თემაზე: „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“ […]
1-ლ მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი გიორგი სანიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო“. ილიაუნის პროექტი „ახალი განმანათლებლობა“ ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, […]
1-ლ მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი პროფესორის, მარლი ს. ვაისის, საჯარო ლექცია თემაზე - „გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში“. ლექციის მთავარი თემაა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაციის ფორმები, გენდერული დისკრიმინაციით გამოწვეული შედეგები სამუშაო ადგილებზე (განსაკუთრებით საინტერესოა დისკრიმინაციის შესახებ ამერიკული და ქართული სასამართლო პრაქტიკების შედარება). პროფესორ მარლი ს. ვაისის აკადემიური გამოცდილება მოიცავს მერილენდის […]
1-ლ მაისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი ნიკოლა აიო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - Political friends, networks and power. ნიკოლა აიოს შესახებ ნიკოლა აიო არის ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი და Interdisciplinary Institute of Central and Eastern Europe-ის დირექტორი. 2007 წლიდან გახლავთ დირექტორი რეგიონული კვლევების ხელშეწყობის პროგრამისა RRPP - დასავლეთი […]
1-ლ მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, იურისტი თამთა მიქელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის - „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ […]