Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ გიორგი სანიკიძის საჯარო ლექცია – დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო

მაისი 1, 2015 / 16:00

1-ლ მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში, პროფესორი გიორგი სანიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო“.

ილიაუნის პროექტი „ახალი განმანათლებლობა“ ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

დრო: 1-ლი მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია  (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 1, 2015
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: