ევგენი კლაუბერის საჯარო ლექცია – ისრაელის პოლიტიკური სპექტრი

1-ლ მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A 101 აუდიტორიაში, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, ევგენი კლაუბერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ისრაელის პოლიტიკურისპექტრი. ევგენი კლაუბერს მიღებული აქვს დელავერის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი გახლავთ ექსპერტი ეთნიკური კონფლიქტების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის საკითხებში. დრო: 1-ლი მაისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში – საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების საჯარო ლექციები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე. კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების […]

პროფესორ გიორგი სანიკიძის საჯარო ლექცია – დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო

1-ლ მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი გიორგი სანიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: […]

ამერიკელი პროფესორის, მარლი ს. ვაისის, საჯარო ლექცია – გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში

1-ლ მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი პროფესორის, მარლი ს. ვაისის, საჯარო ლექცია თემაზე - „გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში“. ლექციის მთავარი თემაა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაციის […]

თამთა მიქელაძე – სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში

1-ლ მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, იურისტი თამთა მიქელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის […]

პროფესორ ნიკოლა აიოს საჯარო ლექცია

1-ლ მაისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი ნიკოლა აიო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - Political friends, networks and power. ნიკოლა აიოს შესახებ ნიკოლა […]