20-22 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, დრ. ზაალ ანდრონიკაშვილი ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის - „თემი, ძალადობა, სხეული - XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ - ფარგლებში. თემატიკა: 20 აპრილი, „საგანგებო მდგომარეობა“ (კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი) 21 აპრილი, „ძალაუფლება და ძალადობა“ (ჰანა არენდტი, ჯორჯო აგამბენი) 22 […]
20 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანთან, სტენლი მალოისთან. საუბრის თემა: Evolution of new Infectious Diseases სტენლი მალოიმ დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ირვინში მიიღო ბიოლოგიასა და ბიოქიმიაში. ის 18 წლის განმავლობაში იყო ილინოისის Urbana-Champaign-ის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი, შემდეგ კი სან […]
21-24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფ. დრ. დანიელ ვაიდნერი და დრ. ფალკო შმიდერი ჩაატარებენ 2-2 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში. თემატიკა: პროფ. დრ. დანიელ ვაიდნერი 21 აპრილი, მაქს ვებერი („მეცნიერება როგორც მოწოდება და ხელობა“) 23 აპრილი, ვალტერ ბენიამინი („პარიზი – მე-19 […]
21 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, შედგება მობილური აპლიკაციების პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილული იქნება მობილური აპლიკაციების ტრენდი,პროექტის არსი და ახალი შესაძლებლობები ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის. დრო: 21 აპრილი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5)
21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე შვეიცარიელ არქიტექტორთან, როლფ გროსსენბახერთან. საუბრის თემა: From Emergency Response to Development შეხვედრაზე განხილული იქნება როლფ გროსსენბახერის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული არქიტექტურული პროექტები. მომხსენებლის შესახებ როლფ გროსსენბახერი გახლავთ შვეიცარიელი არქიტექტორი ქალაქ ბურგდორფიდან (ბერნის კანტონი). ის შვეიცარიული არქიტექტურული ბიუროს Atelier G+S (www.atelier-gs.ch/) […]
21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი (Wolfgang Babeck) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „Relevant differences between the common and the civil law system. Lessons to consider for Georgia”. ლექციის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, მოწვეულ სტუმარს მიანიჭებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის […]
21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი (Wolfgang Babeck) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „Relevant differences between the common and the civil law system. Lessons to consider for Georgia”. ლექციის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, მოწვეულ სტუმარს მიანიჭებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის […]
21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამის - ბალტიის ზღვის რეგიონი – კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) - ფარგლებში. კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) საშუალებას აძლევს მაგისტრანტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტში (ფინეთი) სოციალურ მეცნიერებათა განხრით. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა: 1. ონლაინ-აპლიკაციის ფორმის შევსება (Mobility-Online Portal) 2. სამოტივაციო წერილი 3. სასწავლო ხელშეკრულება 4. ნიშნების ფურცელი 5. ენის […]
21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ავთანდილ თავხელიძესთან. საუბრის თემა: ნანოტექნოლოგიური მასალები ენერგიის გარდამქმნელებისათვის შეხვედრაზე საუბარი იქნება ნანომესრის დამზადების შესახებ, თხელი ფირის ზედაპირებზე მისი ისეთი ელექტრონული თვისებების შესაცვლელად, როგორებიცაა: ელექტრონის ძვრადობა, ზეებეკის კოეფიციენტი და ელექტრონული ემისია. ნიმუშებისდასამზადებლად გამოყენებული იქნება ლაზერული ინტერფერენციული ლითოგრაფია და რენტგენული ლითოგრაფია. მასალად გამოყენებული […]
21 აპრილს, 18:00-დან 18:45 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, თბილისის ფაბიანური საზოგადოების წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი, სოფო შუბითიძე, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „პიროვნება და სოციალიზმი – ნიკოლაი ბერდიაევის მსოფლმხედველობა და დღევანდელობა“. დრო: 21 აპრილი, 18:00-18:45 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
21 აპრილს, 19:15 - 21:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ფიდესის წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, "შექსპირი და რელიგია" - ქართულად თარგმნა პაატა ჩხეიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. წიგნში თავმოყრილია პროფესორ ფიდესის 4 ლექცია, რომლებიც მან 2008 და 2014 წლებში წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ინგლისური […]
22 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას დარბაზს (ილიაუნის E კორპუსის ბიბლიოთეკა) ესტუმრება და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, დავით ტურაშვილი. შეხვედრა "პროკრედიტ ბანკის" ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტებში თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის პოპულარიზაციას. დრო: 22 აპრილი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას დარბაზი (ილიაუნის E კორპუსის ბიბლიოთეკა, ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) შეხვედრა დასრულდება […]
22 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების მაგისტრანტის, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრის, გიგა ბრეგვაძის, საჯარო ლექციაზე – „ლენინიზმი: თეორია და ტაქტიკა“. ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. აკადემიურ თუ არააკადემიურ სივრცეებში ლენინის რეაბილიტირების მცდელობა დღეს არასერიოზულად აღიქმება, […]
23 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, მაია ახალკაცთან. საუბრის თემა: ადგილობრივი კულტურული მცენარეების მრავალფეროვნება და გენეტიკური ეროზია საქართველოს მაღალმთის რეგიონებში სოფლის მეურნეობა საქართველოს მაღალმთის რეგიონებში ისტორიულად მოიცავდა ადგილობრივ უძველეს კულტივარებს, რომლებიც ადაპტირებულია ალპური ზონის კლიმატურ პირობებთან. მაღალმთიანი რეგიონების აბორიგენული კულტივარების გენეტიკურმა ეროზიამ უკიდურეს […]
23 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს ია ბერსენაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ”შიმშილის მისამღერი“;ფრედერიკ ბეგბედერის ”ფრანგული რომანი“; დანიელ პენაკის ”რომანივით საკითხავი“; ორჰან ფამუქის ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“; ალექსანდრ დიუმას ”კავკასია“ (თანამთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილთან და თინათინ ქიქოძესთან ერთად). ია ბერსენაძე ილიაუნის ლიტერატურული პრემიის […]
24 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა კომპანია ”მერსედესის” წარმომადგენელთან. საუბრის თემაა ბიზნესის კეთება ”მერსედესის” ცენტრის მაგალითზე. დრო: 24 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) დასწრება თავისუფალია.
24 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო პროგრამებთან დაკავშირებით. განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ […]
24 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი თამარ მახარობლიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ქართული ჟესტური ენა“. დრო: 24 აპრილი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
24 აპრილს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, „სკაიპ მაფიის“ (Skype Mafia) წევრი და კომპანია ”ტაქსიფაის” (Taxify) თანადამფუძნებელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, მარკუს ვილიგი, ჩაატარებს მასტერკლასს ილიაუნის სტუდენტებისთვის. მარკუს ვილიგი ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა სტარტაპ-ბიზნესის სფეროში. მისი კარიერა უკავშირდება დამწყები კომპანიების განვითარებას, ამიტომაც დღეს უკვე, როგორც შემდგარი ბიზნესმენი, იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა […]
24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - პოლიტიკური თეოლოგია. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო […]