
21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამის – ბალტიის ზღვის რეგიონი – კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) – ფარგლებში.
კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) საშუალებას აძლევს მაგისტრანტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტში (ფინეთი) სოციალურ მეცნიერებათა განხრით.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა:
1. ონლაინ-აპლიკაციის ფორმის შევსება (Mobility-Online Portal)
2. სამოტივაციო წერილი
3. სასწავლო ხელშეკრულება
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის სერტიფიკატი
ონლაინ-აპლიკაციისა და საჭირო საბუთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
საჭირო საბუთების გაგზავნა შესაძლებელია ასევე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 5 მაისი.
პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობის, დაზღვევისა და სწავლის ხარჯებს. გამარჯვებულ სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია – 800 EUR.
კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208 (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).
ტელ.: 995 322 14 13 88
ელფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]