
24 აპრილს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, „სკაიპ მაფიის“ (Skype Mafia) წევრი და კომპანია ”ტაქსიფაის” (Taxify) თანადამფუძნებელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, მარკუს ვილიგი, ჩაატარებს მასტერკლასს ილიაუნის სტუდენტებისთვის.
მარკუს ვილიგი ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა სტარტაპ-ბიზნესის სფეროში. მისი კარიერა უკავშირდება დამწყები კომპანიების განვითარებას, ამიტომაც დღეს უკვე, როგორც შემდგარი ბიზნესმენი, იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა ენთუზიასტებს, დახვეწონ თავიანთი ბიზნესიდეები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები.
დრო: 24 აპრილი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]