16 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მეორე მიახლოება - „განსაწმენდელი“. ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მცველი - კატონ უმცროსი, დანტე და თვითმკვლელობა; განკვეთილები და მომნანიებლები; მეფეთა ველი; შვიდი ცოდვა, შვიდი […]
17 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, განათლების მკვლევარი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი სიმონ ჯანაშია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „განათლების მომავალი“. დასწრება თავისუფალია.
18 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორი, ირაკლი ლექვინაძე, ისაუბრებენ თემაზე: „აქციზის გაზრდის საკითხი“. 2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ” (მოგვიანებით - ბიუჯეტიც), რომლის მიხედვითაც, რიგ პროდუქტებზე, მათ შორის ალაოს ლუდზე, შეიცვალა აქციზის […]
18 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ფილოსოფიის დოქტორი, ნორმან აჯარი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია “. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, რომლებსაც ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკში მოუხდათ ყოფნა, შემჩნევა დაიწყეს მსგავსებებისა, რომლებიც ერთმანეთთან აახლოებდა, ერთი მხრივ, ამგვარ გამომწყვდევასა […]
19 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი” გიწვევთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2012 წლის ლაურეატი მწერლის, მო იენის, რომანის - ”ღვინის ქვეყანა“ - პრეზენტაციაზე. წიგნს მისი მთარგმნელები - სანდრა ლატარია და ანზორ აბჟანდაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ. თანამედროვე ჩინეთის გამოჩენილი მწერლის, მო იენის, ყველა რომანმა […]
20 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ნუცუბიძის ქ. №77) ატარებს საქართველოს ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა შექმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის, (FR/536/9-140/12) - “კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება” - ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო, ბოლო 15 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, ახალი სეისმური საშიშროების ალბათური […]
20 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან განაახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]