სიმონ ჯანაშიას საჯარო ლექცია – განათლების მომავალი

17 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, განათლების მკვლევარი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი სიმონ ჯანაშია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „განათლების მომავალი“. დასწრება თავისუფალია.