9 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: პირველი მიახლოება - „ჯოჯოხეთი“. ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მესამე მოგზაური (ოდისევსისა და ენეასის შემდეგ); წინამძღოლი ვერგილიუსი და პოეტების […]
10 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიაუნის ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი, სოსო ჭაუჭიძე, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „გონების მოხმარებათა შესახებ: საჯარო სფერო, პოლიტიკური ველი, იდეოლოგიური განზომილება“. დასწრება თავისუფალია.
11 თებერვალს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ანთროპოლოგის, მიხეილ სვანიძის საჯარო ლექციაზე – „ნეპის შემდეგ: სტალინიზმის ყოფისა და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა“. ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. მომხსენებელი ისაუბრებს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ რეპრესიების დროინდელ საბჭოთა კავშირში, ნეპის დასასრულიდან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვამდე. კერძოდ კი, მოკლედ […]
12 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრების ახალი სერია "თეოლოგიური საუბრები" 12 თებერვალს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში დოქტორ ჩავკატ მუკარის საჯარო ლექცია - "დიალოგი ქრისტიანობასა და ისლამს შორის" ჩავკატ მუკარი რელიგიის ცნობილი მკვლევარია. ის დაიბადა ალეპოში (სირია) და გაიზარდა ქრისტიანულ ოჯახში. ოცი წლის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა, ხოლო 1994 წელს გადავიდა ინგლისში, სადაც აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა. […]
12 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გიწვევთ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანის, „პერსეპოლისის“, პრეზენტაციაზე. გამოცემას მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი და მოწვეული სტუმარი - ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე - წარადგენენ. ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი „პერსეპოლისში“ ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით გვიამბობს […]
13 თებერვალს, პარასკევს, 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი იუვალ ფუქსი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - Global threat of terrorism - Israeli perspective (გლობალური ტერორიზმი- ისრაელის ხედვა). შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ინგლისურ ენაზე. დრო: 13 თებერვალი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) დასწრება თავისუფალია.
13 თებერვალს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამის - "კონსტიტუცია და დემოკრატია" - ფარგლებში, გაიმართება გამოსაშვები საღამო. დრო: 13 თებერვალი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ დასწრება თავისუფალია.
13 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი თინათინ კიღურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”. ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, […]