პროექტის -”ილიაუნის მწერალი“ - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“. 2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერგილიუსის „ენეიდა“ - დასავლური ლიტერატურის ახალი თავგადასავალი“. ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ჰომეროსი - ვერგილიუსის […]
3 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ფიზიკისა და მათემატიკის დოქტორთან, თენგიზ მძინარიშვილთან. საუბრის თემა: "კიბოს გენეზისის მათემატიკური მოდელები". კიბოს მათემატიკურ მოდელირებას 60-წლიანი ისტორია აქვს. მის სათავეებთან არიან ეპიდემიოლოგიის პატრიარქი სერ რიჩარდ დოლი და მისი თანაავტორები. დღეისათვის არსებობს დაკვირვებითი ფაქტები, რომლებიც ვერ აიხსნება თანამედროვე მოდელებით.ჩვენი გამოკვლევების შედეგად, […]
3 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - Sapere Aude - ფარგლებში, ილიაუნის მაგისტრანტი თორნიკე ჩარგეიშვილი ისაუბრებს თემაზე: „საიდუმლო სწავლებებისა და ორდენებისეზოთერული და სოციალური კონტექსტი“. დასწრება თავისუფალია.
5 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, გაიმართება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. კვლევა, სახელწოდებით - ‘’დანაზოგის ქცევა“, აჩვენებს, რა ფორმით აკეთებენ დანაზოგს საქართველოში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე. დასწრება თავისუფალია.
5 თებერვალს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსში", პოეზიის კლუბი გიწვევთ ლევან რამიშვილის ახალი წიგნის - "დაფარული ვეფხისტყაოსანი" - პრეზენტაციაზე. პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია "საბას" 2006 წლის ლაურეატი, ლევან რამიშვილი, თავად წარადგენს საკუთარ წიგნს და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო რელიგიებისა და ეზოთერული ცოდნის კონტექსტში". დასწრება თავისუფალია.
5 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გიწვევთ ვირჯინია ვულფის რომანის - ”გზა შუქურისკენ” - პრეზენტაციაზე. კლუბის სტუმრები იქნებიან წიგნის მთარგმნელი ლელა დუმბაძე და დრამატურგი და მთარგმნელი, დავით გაბუნია. ვირჯინია ვულფი (1882-1941) XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდერნისტი მწერალი და ცნობილ ინტელექტუალთა "ბლუმსბერის ჯგუფის" დამფუძნებელია. […]
6 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”ერთი ქართული იკონოგრაფიული მოტივის თაობაზე”. ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ […]
6 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების სერიის - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“ - ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ქართული სახელმძღვანელოები გენდერულ ჭრილში. დამსწრე აუდიტორიას მიეცემა საშუალება, აღმოაჩინოს წიგნებში დამალული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად […]