Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: პირველი მიახლოება – „ჯოჯოხეთი“

თებერვალი 9, 2015 / 19:00

9 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის  “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: პირველი მიახლოება – „ჯოჯოხეთი“.

ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მესამე მოგზაური (ოდისევსისა და ენეასის შემდეგ); წინამძღოლი ვერგილიუსი და პოეტების დიდი ექვსეული; ცოდვათა ენციკლოპედია და გეოგრაფია; პირველი წრე დანტესთან და გულაგში; ჯოჯოხეთი, როგორც სტრუქტურა, მისი მცველები და მოსახლეობა; განსაწმენდელის გზის დარაჯი; XX საუკუნის დანტე.

დრო: 9 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 9, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: