პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ

16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ. ორგანიზატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე სიმპოზიუმის შესახებ მღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად. პრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: […]

ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“

16 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 401 აუდიტორიაში დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“ თემის მოკლე მიმოხილვა რას გულისხმობს ბუნდოვანი ტერმინი „კარგი არქიტექტურა” და ბაზარზე არის თუ არა მასზე მოთხოვნა? აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი შეეცდება, პარალელი გაავლოს, ზოგადად, არქიტექტურასა და იმ კომენტარებსა და […]

წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოსწავლეები წარადგენენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს. წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში […]

FrontSpot MeetUp

20 ივნისს FrontSpot Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. სპიკერების შესახებ: ისკანდერ შარიპოვი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თემა – JS necromancy: re-animating dead images using shaders პრეზენტაციის შინაარსი: სპიკერი განიხილავს ფრაგმენტების ჩრდილებს, რას აკეთებს და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. თქვენ შექმნით სხვადასხვა ეფექტს ჩრდილებისა და WebGL-ის […]

შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან, ჯილ მარი ჰრუბთან

23 ივნისს, 16:30 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეირაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერასა და საქმიანობაზე. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. […]

აშშ-ის საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. გამოფენის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 21:00 საათი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით […]

შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან, ჯილ მარი ჰრუბთან

23 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრა თავის კარიერასა და საქმიანობაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის […]

აშშ-ის საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პროექტის შესახებ „არნახული ამერიკა/Unseen America" დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაციაა და დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს. პროექტი […]

მესამე ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ გამარჯვებული ცნობილია

24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში", რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი. ფესტივალის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტი შეარჩია და მათი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ჟიურის რჩეული პროექტები გახდნენ: პროექტი: „პლასტმასა VS მცენარე“ სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია […]

კონფერენცია „ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება“

28-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute, USA) მიერ ორგანიზებული კონფერენცია: ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ საექსპერტო და სამეცნიერო დიკუსიას და ცნობიერების […]