სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“

ერთ მოქმედებად თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი […]

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა – TDI-ის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან

1 ივნისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას თემაზე: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა. საკითხი მოიცავს თანასწორობისა და მრავალფეროვნების (რელიგიური, ეთნიკური, კულტურული) უზრუნველყოფას, მათ შორის საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში. შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე […]

„ჭკვიანი ქალაქები“ – მაიკლ ქინდალის საჯარო ლექცია

9 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 აუდიტორიაში მაიკლ ქინდალი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ჭკვიანი ქალაქები“. ლექციის შესახებ ზოგიერთი ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებულ მზარდ გამოწვევევებს ვერ პასუხობს ან რთულია მათი ტრანფორმირება. შესაბამისად, საჭიროა პრობლემის კომპლექსურად შესწავლა და გამოსავლის პოვნა. მაიკლ ქინდალი აუდიტორიას წარუდგენს პროექტის იდეას, რომელიც გულისხმობს ქალაქში „ჭკვიანი პარკირების“ […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას

13 ივნისს, 14:00-17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ გაიმართება ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალური კამპანიის ღონისძიება „მაისის გაზომვის თვე“. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მოსახლეობის სკრინინგი მომატებული არტერიული წნევის – ჰიპერტენზიის გამოსავლენად, ასევე ამ დაავადების რისკების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აქციის დროს შერჩეულ ადგილას დაიდგმება სპეციალური კარავი, სადაც MMM საქართველოს წარმომადგენლის, […]

ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში

13 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სემინარი „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში“. მოხსენებას წაიკითხავს ERASMUS+ პროგრამით მოწვეული სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული ბაზრები და მომსახურება" დირექტორი ათანას გეორგიევი. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ენერგეტიკული გეოპოლიტიკა და […]

საჯარო ლექცია „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“

13 ივნისს, 17:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ერიკ ბორგი, პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო ლექციას „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“. თემის მოკლე მიმოხილვა მომხსენებელი განიხილავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბიზნესაქტივობებსა და მათ ახალ შესაძლებლობებს გლობალურ ბაზარზე. მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის პროცესში გადიოდა ეტაპებს, რომლებიც დაკავშირებული იყო არაერთ კრიტიკულ მოვლენასთან. კომუნიზმის დამარცხებამ და მსოფლიო […]

მარიამ მანჯიკაშვილისა და მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო ნაშრომების დაცვა

19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის სადოქტორო პროგრამის მათემატიკის დოქტორანტები მარიამ მანჯიკაშვილი და მარიამ მიქელაშვილი დაიცავენ სადისერტაციო ნაშრომებს. მარიამ მანჯიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ორწერტილოვანი ამოცანები მაღალი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – სულხან მუხიგულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო […]

სამაგიდო თამაშების საღამო ილიაუნის სტუდენტებისთვის – Board Game Night for Iliauni students

For English scroll down ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით 14 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო – Board Game Night. თუ ხარ ილიაუნის სტუდენტი და გსურს, მხიარულად გაატარო ზაფხულის საღამო მეგობრებთან ერთად, ითამაშო სამაგიდო თამაშები და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ Board Game Night შენთვისაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო […]

პროცესების ავტომატიზაცია Python – ის გამოყენებით

15 ივნისს კომპანია ExactPro ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და DevOps Georgia-ის ორგანიზებით გამართავს შეხვედრას IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. Meetup-ის მხარდამჭერია GeoSTQB, საერთაშორისო ტესტირების სასერტიფიკაციო ორგანიზაციის ISTQB-ის წარმომადგენელი საქართველოში. თემა: პროცესების ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით მომხსენებლები განიხილავენ DevOps-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ავტომატიზაციის მიმდინარე ტენდენციებს. Მომხსენებლები: ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი, DevOps […]

პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ

16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ. ორგანიზატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე სიმპოზიუმის შესახებ მღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად. პრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: […]