კურსდამთავრებულთა კლუბის დაარსება და განათლების სკოლის პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

3 ივლისს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა და კურსდამთავრებულთა კლუბის დაარსების ღონისძიება. სამუშაო ენა: ქართული დრო: 3 ივლისი, 10:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 დასწრება თავისუფალია 2023

დოქტორანტ სალომე მჭედლიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

5 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე მჭედლიძის სადოქტორო ნაშრომის ,,პირველადი მაგნიტური ველები: ევოლუცია და დაკვირვებითი ანაბეჭდები” ("Primordial Magnetic Fields: Evolution and Signatures") დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეორგ-აუგუსტის სახელობის გოტინგენის უნივერსიტეტიდან  პროფესორი იენს […]

IT დასაქმების ფორუმი ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის Advanced IT Trainings-ის ფარგლებში 7 ივლისს 12:00 საათიდან IT დასაქმების ფორუმი გაიმართება ფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს შეხვდნენ IT კომპანიების წარმომადგენლებს, გაიგონ მათი სერვისების, შეთავაზებების შესახებ, გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ […]

უნილაბში AWS Game Day Georgia გაიმართება

8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404-406 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება AWS Game Day Georgia. GameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელიც ამოწმებს AWSგადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, შეისწავლონ AWS-ის სერვისები, […]

საერთაშორისო ვორკშოფი „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები”

11-12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს საერთაშორისო ვორკშოფს „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები" (Georgia Historical Ice-Core Project (GHICP) Workshop: Pilot publications and next stages). ვორკშოფი გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტსა და ნოტინგემის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ვორკშოფში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები გაერთიანებული სამეფოდან, […]

Back2Networking კონფერენცია

14 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია Greennet-ის ორგანიზებით გაიმართება Back2Networking კონფერენცია, რომლის თითოეული სესია იქნება მინი-ვორშოპი – კონკრეტული ტექნოლოგიის განხილვა საფუძვლებიდან მისი იმპლემენტაციის მაგალითებამდე. თემებისა და მომხსენებლების შესახებ: დავით ირემაძე – „ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირება“ დავით ირემაძე, ქსელის ინჟინერი, ამ სფეროში 15 წელია მოღვაწეობს. თავის საქმიანობაში აქცენტს აკეთებს მომავალი თაობის ბრანდმაუერებზე. დავითი […]

ღია კარის დღე: სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგის ხარისხის საბაკალავრო პროგრამა

17 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა  სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით გამართავს ღია კარის დღეს ჰიბრიდულ ფორმატში. ვისაუბრებთ ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალურ შესაძლებლობაზე. შეხვედრის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81777641128 ღია კარის დღის შემდეგ გაიმართება ტური ტექნოლოგიის კორპუსში […]

არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა ფინალური გამოფენა

18 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში გაიხსნება არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების წლის შემაჯამებელი გამოფენა. გამოფენაზე გამოვლინდება 5 საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი III კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი II კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი I კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი გამოფენის მიზანია ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო და […]

ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2023

29 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. ოფიციალური ნაწილი დასრულდება კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით. ღონისძიებაზე დაუკრავენ: […]

სპექტაკლი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”

ზღაპარი 1 მოქმედებად შობის ღამეს ყველა მეოცნებე ადამიანი სასწაულის მოლოდინშია, პატარა ჩარლიც, რომელიც ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის პატარა სახლში ცხოვრობს, ოცნებობს რომ ოდესმე მსოფლიოში უზარმაზარ შოკოლადების ქარხანაში მოხვდება , ცნობილი ვილი ვონკას ქარხანაში, რადგან შოკოლადი ძალიან უყვარს და მისი დაგემოვნების საშუალება, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შობას ეძლევა, ისიც ოჯახის წევრების დაუღალავი შრომის ფასად. რას უმზადებს […]