ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“

16 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით გაიხსნება ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტონამუშევრები, გადარჩენილ ადამიანთა წერილობითი და ვიდეოჩანაწერები. ფოტოგამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 30 იანვრამდე და დასრულდება […]

“სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: რას გვაძლევს ცოდნა ადამიანთა ძველი საზოგადოებების, ეკოსისტემებისა და პოპულაციური გენეტიკის შესახებ?”

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ალექსანდრე გავაშელიშვილის საჯარო ლექცია ქართველურ ენათა წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ. მომხსენებელი შეაჯამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინტერდისციპლინური მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიისთვის. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: Scientific Reports (იხ. https://doi.org/10.1038/s41598-023-45500-w). კვლევა […]

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება. საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით და ამ უწყების კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით/ჩართულობით დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია 9 წევრის შემადგენლობით. 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორიაში  სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია გამართავს შეხვედრას საარჩევნო პროცესში […]

ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისთვის გაიმართება ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნაგასაკის ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის „იაპონიის ატომური დაბომბვა“ ფარგლებში. სტუდენტების დამზადებული ორიგამები განთავსდება საგამოფენო სივრცეში. ვორკშოპს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა, რომელიც საქართველოში JICA Japan-ის საზღვარგარეთული […]

ილიაუნის საახალწლო საღამო

ძვირფასო სტუდენტებო, 22 დეკემბერს, 19:00 საათზე გელოდებით ილიაუნის საახალწლო საღამოზე. საშობაო ქალაქში დაგხვდებათ ცხელი გლინტვეინი, სითბო და საახალწლო მუსიკა ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან. საღამოს დიჯეი ANNA SUE დაასრულებს. საღამოს პროგრამა : 19:00 - გახსნა 19:30 - ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი 19 :35 -ილიაუნის მუსიკალური ცენტრის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტები: თათია კაპანაძე, ცირა მორჩილაძე, მარიამ […]

პრაღაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის უნივერსიტეტს

Condolences to the Charles University in Prague In connection with the tragic events that took place at Charles University in Prague, on behalf of Ilia State University, we offer our deepest condolences and sympathy to students, family members of the victims and the colleagues of the Charles University. We are profoundly shocked over the tragic […]

ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი 2023

25-26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ეძღვნება ილიაუნის პროფესორ-ემერიტუსის, ზურაბ კიკნაძის 90 წლის იუბილეს.   ფორუმზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების  ინსტიტუტისა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორები თავიანთ პრეზენტაციებში ისაუბრებენ ზურაბ კიკნაძის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ილიას უმაღლესი კვლევების ცენტრი წარმოადგენს ცენტრის სერიის „ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში  ზურაბ კიკნაძის ავტორობით […]

ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე

2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.  გაიგე, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე. Phubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 […]

„პოლონეთი – წარმატების გასაღები” – შეხვედრა პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზ

15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. შეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში […]

„სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში“- მანანა ჯავახიშვილის საჯარო მოხსენება

15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“. მოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის, ჰაიტონის, რუბრუკის, ბენედიქტ პოლონელის, მარკო პოლოს, ჯონ მანდევილის, პლანო კარპინის, […]