კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”

16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა". საზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე - თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში, უკრაინული ფოლკლორის […]

სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“

17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით გამართავს სტუდენტურ კონფერენციას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ ევროინტეგრაციის გზაზე სასამართლო სისტემის რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე. ღონისძიების სპიკერები იქნებიან: ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი; ანა […]

სოკრატეს კლუბის დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე”

18 იანვარს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის საქმეზე”. დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის საქმეზე. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ პირმა რამდენჯერმე იძალადა ოჯახის წევრებზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეში პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის […]

დოქტორანტ ალექსანდრე გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

22 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კულტურის კვლევები დოქტორანტი ალექსანდრე გაბელია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 22 იანვარი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”

სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა, რომელიც 22 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში […]

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

17 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის საკლავიშო ხელოვნების მიმართულების სტუდენტები გამართავენ საანგარიშო კონცერტს. იოჰან სებასტიან ბახის, რობერტ შუმანის, ფრანც შუბერტის, ფრედერიკ შოპენის, ერიკ სატისა და ნიკოლოზ შენგელიას ნაწარმოებებს შეასრულებენ პროფესორ ნინო მამრაძის კლასის სტუდენტები: რეზი წიტაიშვილი, თამარ თარაევა, სოფო ტარტარაშვილი, ლუკა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ შენგელია. დრო: 17 თებერვალი, 18:00 […]

KKAA-ის ფილოსოფია და შეხედულებები – არქიტექტორ ნიკოლას გეშარდის პრეზენტაცია

21 თებერვალს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში კომპანია Kengo Kuma And Associates-ის არქიტექტორი ნიკოლას გეშარდი გამართავს პრეზენტაციას KKAA-ის ფილოსოფიისა და შეხედულებების შესახებ. KKAA პროექტებს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. მისი ნიშაა ბუნებას, ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობის შექმნა. მომხსენებელი ისაუბრებს კომპანიის ბოლო დროინდელ დასრულებულ პროექტებზე: H.C. ანდერსენის მუზეუმი, Water Culture House Projectდა […]

ღია კარის დღე – მედიცინის სკოლა

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიცინის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. ინგლისურენოვანი სასწავლო მასალით სტუდენტები და ლექტორები მაქსიმალურად […]

ღია კარის დღე – განათლების სკოლა

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დაწყებით საფეხურზე სწავლებით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი, გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მისი მიზანია ფართო ერუდიციის, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლის მომზადება. შეხვედრაზე გაეცნობით მასწავლებლის მომზადების […]

საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა…“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში)

რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი სიცოცხლისთვის? საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა...“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში) უპასუხებს რკინის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. პროფესორი ქეთევან კუპატაძე განიხილავს რკინის, აუცილებელი ქიმიური ელემენტის, მნიშვნელობას ალქიმიკოსების, ქიმიკოსებისა და მხატვრების საქმიანობაში. ღონისძიება ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც – ჩატარდება ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც დამსწრეთ ქიმიურ პროცესებზე დაკვირვებისა და კითხვები დასმის საშუალებას მისცემს, რათა […]