საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა…“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში)

რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი სიცოცხლისთვის? საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა...“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში) უპასუხებს რკინის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. პროფესორი ქეთევან კუპატაძე განიხილავს რკინის, აუცილებელი ქიმიური ელემენტის, მნიშვნელობას ალქიმიკოსების, ქიმიკოსებისა და მხატვრების საქმიანობაში. ღონისძიება ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც – ჩატარდება ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც დამსწრეთ ქიმიურ პროცესებზე დაკვირვებისა და კითხვები დასმის საშუალებას მისცემს, რათა […]

ღია კარის დღე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

29 თებერვალს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე. უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს, ვისაც გაინტერესებთ: ქართული ფილოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა თავისუფალი მეცნიერებები არქეოლოგია, ისტორია ანგლისტიკა, გამოყენებითი გერმანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, რუსისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება ფსიქოლოგია/სოციოლოგია/ფილოსოფია ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკა გრაფიკის ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება საინფორმაციო შეხვედრაზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები […]

„თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“ – საჯარო ლექცია და დისკუსია

29 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით გამართავს საჯარო ლექციასა და დისკუსიას „თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“. ლექციას წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თორნიკე გოგისვანიძე და  მწერალი, იურისტი ირაკლი არიშვილი. ღონისძიებაზე აჩვენებენ ფილმის „თვითმფრინავის ბიჭები“ ფრაგმენტს, რომელსაც განიხილავენ როგორც ლიტერატურული, ისე სამართლებრივი […]

უნიმარკეტი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად

1-ელ მარტს, 16:00-დან 19:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში გაიმართება უნიმარკეტი ლუკას გადასარჩენად. უნიმარკეტზე დაგეგმილია აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. გრძელდება რეგისტრაცია უნიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას გადასარჩენად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/67bfl1 უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია: საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს შემოწირულობა; შეიძინოს კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ […]

აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად

პირველ მარტს, 17:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანთა ნამუშევრები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლუკას დასახმარებლად. გრძელდება რეგისტრაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას დასახმარებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:https://rb.gy/67bfl1 აუქციონი ეწყობა ლუკას გადასარჩენად დაგეგმილი უნიმარკეტის ფარგლებში. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, […]

ღია კარის დღე – ბიზნესის სკოლა

2 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. შეხვედრაზე გაეცნობით სკოლის პროგრამებს: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები) ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) - სწავლების ენა: ინგლისური თუ გსურთ გახდეთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი და შეძლოთ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო […]

ღია კარის დღე – სამართლის სკოლა

2 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია: სამართლის შესავალ ნაწილზე საჯარო სამართალზე კერძო სამართალზე სისხლის სამართალზე საერთაშორისო სამართალზე საინფორმაციო შეხვედრაზე სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები დამსწრეთ გააცნობენ ამომწურავ […]

ღია კარის დღე – ტექნოლოგიის სკოლა

2 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და სტუდენტები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას სკოლის შესაძლებლობებისა და სწავლის შესახებ. შეხვედრაზე ასევე გაეცნობით ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებს, ესენია: მათემატიკა არქიტექტურა კომპიუტერული ინჟინერია სამოქალაქო ინჟინერია (ქართული/ინგლისური) კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისური) ელექტრული ინჟინერია (ინგლისური) სკოლაში […]

„მგლის აზროვნების ფორმირება“ – იასონ ბადრიძის საჯარო ლექცია

4 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეცნიერი ველური ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად წაიკითხავს საჯარო ლექციას „მგლის აზროვნების ფორმირება“. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ემერიტუს პროფესორი იასონ ბადრიძე დაიბადა 1944 წლის 26 იანვარს თბილისში. სამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი მან მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას […]

საქართველოს ფუტსალის თასი. ⅛ ფინალი. MFC ILIAUNI VS TSALENJIKHA

4- 5 მარტს გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპები. 16 თებერვლის კენჭისყრის შედეგად (t.ly/mGBpV) ილიაუნის ფუტსალის კლუბი წალენჯიხას დაუპირისპირდება. ტურნირი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან 2021 წელს სწორედ ეს თასი აღმართა ჩვენმა გუნდმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამარჯვება მოუტანა ოფიციალური შეჯიბრებიდან (ფუტსალის ლიგა და ფუტსალის თასი, რომლებიც ტარდება უეფას ეგიდით, წარმოადგენს პროფესიულ ჩემპიონატს), […]