კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“

6 მარტს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ენისა და მეტყველების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“. მოხსენებებს წაიკითხავენ ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური, სენსორული, ქცევითი თერაპევტები, დამსწრეთ გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისა […]

მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია

6 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრების, თამარ დემეტრაშვილისა და თამარ ლეკვეიშვილის მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ასახულია […]

დოქტორანტ ნინო ბუწაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

11 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგიის“ დოქტორანტი ნინო ბუწაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სოციალური დომინანტობის ორიენტაცია და კოგნიტური სიცხადის მოთხოვნილება, როგორც BIAS map-ის მოდერატორები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 11 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1 […]

„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია

14 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო […]

„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია

14 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო […]

„არ დამივიწყო“ – ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია

15 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნანი მანველიშვილი გამართავს თავისი რომანის „არ დამივიწყო“ პრეზენტაციას. წიგნის შესახებ რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ – დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ემახსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას – დედა, ვიღაცას – […]

ვორკშოპი „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“

7 და 11 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ანთროპოლოგები დოქტორი გიორკემ აიდემირ-კუნდაკჩი და დოქტორი ლაურა მაფიძოლი ჩაატარებენ  ვორკშოპს  „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“. დოქტორანტები გაეცნობიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორ იწერება გამარჯვებული განაცხადი და როგორ იმართება ანთროპოლოგიური კვლევითი პროექტის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები, დახმარებას მიიღებენ კვლევითი […]

„სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება

8 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). მომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ […]

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“

19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება […]

„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია

19 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. თემის მოკლე მიმოხილვა პროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების […]