საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება – კონკურსი სტუდენტებისთვის

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. 19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ […]

ონლაინშეხვედრა მწერალ კლოე კორმანთან

19 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის  ''Les Presque Sœurs '' („თითქმის დები“). კლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. მწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი, […]

ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“

20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“. ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში […]

სოკრატეს კლუბის დისკუსია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ძალადობის მსხვერპლი ქალის თავშესაფრის უფლება

22 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ თურქული წარმოშობის ქალზე, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის […]

„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია

27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, […]

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – საჯარო დისკუსია

27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. დანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ​მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი […]

გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: კვლევების შედეგების განხილვა

27 მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: მიმდინარე და ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა უკრაინის, მონტენეგროს და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით". მომხსენებლები: ნათია სესკურია, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ნატა გოდერძიშვილი, კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ჯოსეფ იარნეცკი, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარია კიბერუსართხოების მიმართულებით. […]

„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი

29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი. ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. […]

საქართველოს ფუტსალის თასი, 1/4 ფინალი. MFC ILIAUNI VS ARMIA

29 მარტს, პარასკევს, გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები. ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს. წინა ეტაპი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა (t.ly/F75mb) და ანგარიშით 4-3 დაამარცხა წალენჯიხელები. თავის მხრივ, „არმია“ მერვედფინალში ფუტსალის ლიგის მესამე ლიგის გუნდს „ჯიპა” შეხვდა და ადვილად გადალახა აღნიშნული ბარიერი (6-0). ილიაუნისა და არმიელთა დაპირისპირებას დიდი […]

ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენება და დისკუსია

29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე. ფილმი ეხება სუდანში, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან […]