ჯავა პრომო ივენთი ილიაუნის სტუდენტებისთვის

29 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ  ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ. დარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები,  გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის […]

ქცევის ანალიზის პირველი კონფერენცია საქართველოში

31 მარტს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ერთობლივი კონფერენცია. ეს არის პირველი კონფერენცია საქართველოში, რომელიც ქცევის ანალიზის სფეროში ტარდება. კონფერენციის მიზანია, ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების, გამოცდილებებისა და გამოწვევების  გაზიარება და ცნობადობის გაზრდა. კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც ქცევის გამოყენებით ანალიზის […]

„ჯაშუში“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია

1-ელ აპრილს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF), The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამართავს დოკუმენტური ფილმის „ჯაშუში“ ჩვენებასა და დისკუსიას. დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. ბოსე ლინდქვისტის დოკუმენტური ფილმი  „ჯაშუში” (Undercover in […]

„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში” – ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება

1-ელ აპრილს, 17:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში". ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის […]

„კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ – ონლაინტრენინგი

3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ. ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა. განრიგი და განსახილველი საკითხები: 3 აპრილი, […]

„იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“ – იაპონიის ელჩის, იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია

4 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“. ლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებეს, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდმობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ, […]

„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში” – ასოცირებული პროფესორის, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა

5 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში". კვლევის მოკლე მიმოხილვა კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი, არაწრფივი, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი […]

„მეწარმეობა: SWOT ანალიზი, ანუ რატომ კი და რატომ არა“ – ანი ჩერქეზიშვილის საჯარო ლექცია

5 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი, ანუ რატომ კი და რატომ არა“. შეხვედრის მიზანია სტუდენტებს, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა […]

გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში – დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი

8 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში". აკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე, გვალვებსა და წყალდიდობებზე, ასევე […]

”Build With AI”– საჯარო შეხვედრა

8 აპრილს, 19:00 საათზე, Google Developers ჯგუფის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო შეხვედრა Build With AI. დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმატებულ პირებს და გაიგონ სიახლეები AI მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნება, რა არის Gemini და რა ახალი შესაძლებლობები და ფუნქციები აქვს, როგორ შეგვიძლია Gemini […]